როგორ ამცირებს სამშენებლო ხარჯებს სწორად შერჩეული ამწე

თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატების განუყოფელი ნაწილია რესურსების სწორი განაწილება. მძიმე ტექნიკა სამშენებლო პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მაგრამ ამასთან ერთად, ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილიც. შესაბამისად, კოშკურა ამწის სწორი მოდელის შერჩევა რიგითი ტექნიკური გადაწყვეტილება არაა — ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

წარმატებულმა დეველოპერებმა იციან, რომ ამწის მოდელის შერჩევა პირველ რიგში ობიექტის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით უნდა მოხდეს. ასეთი მიდგომა სამომავლო ფინანსური დანაკარგების რისკს მინიმუმამდე ამცირებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავდაპირველი ინვესტიცია სოლიდურად გამოიყურება და დიდია უფრო ეკონომიური მოდელის არჩევის ხიბლი. 

ამწის უწყვეტი და გამართული მუშაობა მთლიანი სამუშაო მოედნის ტემპს კარნახობს. მშენებლობა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც ხშირად წლები გრძელდება. ხარჯების საძირკველშივე ოპტიმიზაცია დიდწილად განსაზღვრავს საბოლოოდ რამდენად მომგებიანი იქნება პროექტი.

პროექტის სპეციფიკაზე მორგებული მოდელის შერჩევა

პირველი რაც ამწის შერჩევამდე უნდა გაკეთდეს, სამშენებლო მოედნის ზუსტი ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრაა. ინჟინრები ობიექტურად აფასებენ როგორც პროექტის მასშტაბსა და საჭირო ტვირთამწეობას, ისე უშუალო სამუშაო არეალს: ელექტროგაყვანილობას, რელიეფის თავისებურებებს, მიმდებარე განაშენიანებას და ა.შ. 

არასწორი სიმძლავრის, ტვირთამწეობის თუ რადიუსის მქონე ამწის შერჩევა პირდაპირ აისახება ბიუჯეტზე. არასაკმარისი ტვირთამწეობის ან მცირე მასშტაბის ამწის ყიდვა-ქირაობა პროექტის ტემპს ანელებს და შესაძლოა გახდეს ვადების დარღვევის მიზეზი. დაგვიანებული პროცესები პირდაპირ ზრდის პროექტის თვითღირებულებას. ვადებში ჩაჯდომის მცდელობა კი, როცა ამწეს დატვირთვის ატანა არ შეუძლია, შესაძლოა მექანიზმის გადატვირთვისა და მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი გახდეს.

მეორეს მხრივ კი, ზედმეტად დიდი სიმძლავრის მოდელის გამოყენება გაუმართლებელ ხარჯებს აჩენს. ეს განსაკუთრებით ტრანსპორტირებასა და ენერგომოხმარებას ეხება. 

ამჟამად, საქართველოს ბაზარზე საბედნიეროდ არაა მოდელების მრავალფეროვნების ნაკლებობა. მაგალითად, კომპანია BQ მომხმარებელს სთავაზობს როგორც სხვადასხვა მასშტაბის პროექტზე გათვლილ ამწეებს, ისე წინასწარი ინდივიდუალური ამწის პროექტირების სერვისს. ექსპერტების ჩატარებული აუდიტი ზუსტად იმაზეა გათვლილი, დეველოპერს ოპტიმალური მოდელის შერჩევაში დაეხმაროს. წინასწარი პროექტირება გამორიცხავს ტექნიკის გადატვირთვას და იცავს პროექტს არამიზნობრივი ხარჯებისგან.

უხარისხო ტექნიკა და თანმდევი ფინანსური რისკები

მეორე კრიტიკული ფაქტორი გაუმართავი ტექნიკით გამოწვეული ფინანსური რისკებია. ხშირად ტექნიკასთან დაკავშირებული ფინანსების ოპტიმიზაციას არასწორად უდგებიან – რადგან ამწე პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყისი ხარჯია, ცდილობენ მაქსიმალურად დაბალი ფასის მოდელი აარჩიონ.

რეალურად, კი გრძელვადიან პერიოდში ასეთი მოდელის შენახვა შესაძლოა გაცილებით ძვირი დაჯდეს. ასეთმა ამწემ შესაძლოა ვერ გაუძლოს მოსალოდნელ დატვირთვას. უხარისხო დეტალები სწრაფად ცვდება და სტანდარტულზე ხშირად საჭიროებს ჩანაცვლებას. შესაძლოა შექმნას უსაფრთხოების რისკები და შეაჩეროს სრულიად პროცესი, რაც დაარღვევს წინასწარ გაწერილ ვადებს. 

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი რისკებისგან თავდასაცავად აუცილებელია ბაზარზე ყველაზე ძვირფასი ამწის შეძება. BQ-მ საერთაშორისო ბაზარზე ადგილი სწორედ ბიუჯეტური, თუმცა ხარისხიანი ტექნიკით დაიმკვიდრა. BQ-ს ამწეები კარგად იტანენ მაღალი დატვირთვით მუშაობას – მაგალითად, ბაგირები (ტროსები) დაფარულია გალვანიზებული ლითონით კოროზიისგან დასაცავად, და დაწნულია S/Z lay სტილში რადგან ეს წვნა უკეთ უძლებს დიდი ტვირთის გამოწვეულ ფიზიკურ წნეხს.

რეგულარული ინსპექცია ხარვეზების საწყის ეტაპზე აღმოჩენისთვის

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ინსპექციის საჭიროების უგულებელყოფაა. რეგულარული დიაგნოსტიკა ხარვეზებს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას გულისხმობს, როცა ჯერ კიდევ სწრაფად და ნაკლები ხარჯითაა შესაძლო პრობლემის აღმოფხვრა.

ტექნიკის შემოწმებისთვის მიმდინარე სამუშაოების პერიოდული შეჩერება ზოგ დეველოპერს ზედმეტი ჰგონია. განსაკუთრებით, თუ ამწე გამართულად მუშაობს და ერთი შეხედვით პრობლემა არ ჩანს. არადა ხარისხიანი ტექნიკის ხარჯზე საწყისი ხარვეზების კომპენსირება ხშირად ხდება – ამწეს შეიძლება ტვირთი უპრობლემოდ გადაჰქონდეს, მაგრამ ტროსებზე უკვე იყოს გაჩენილი მცირე ბზარები, მუხრუჭები უფრო აქტიურად ეხახუნებოდეს ერთმანეთს ზედა საფარის ცვეთის გამო და ა.შ.

რეგულარული დიაგნოსტიკისთვის ცოტა დროის გამოყოფა ნიშნავს ამწის მუდმივად მწყობრში ყოფნას. მოულოდნელი პრობლემების გამო კი მშენებლობა შესაძლოა უფრო დიდი ხნით შეჩერდეს, ვიდრე დიაგნოსტიკის მიზეზით შეჩერდებოდა და, შესავამისად, საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალიც ნახოს. 

ხარჯებისა და ვადების ოპტიმიზაციისთვის BQ-ს გეგმიური საინჟინრო ინსპექცია თვეში ერთხელ ტარდება (ინდუსტრიის სტანდარტი 6 თვეა). ეს მიდგომა დაზიანებების პრევენციას ეფექტურად ახერხებს რადგან ხარვეზების უმეტესობას საწყის ეტაპზევე იჭერს. ამასთან, მაქსიმალურად ცოტა დროით აჩერებს პროცესს და მარტივია პროექტის საწყის ეტაპზევე გეგმაში ჩასასმელად. ასეთი კომპლექსური მიდგომით სამშენებლო ხარჯების დაზოგვა და სამუშაო პროცესის სტაბილურობის შენარჩუნება გაცილებით უფრო მარტივი ხდება.