ბაგირიანი კოშკურა ამწე (Topkit Tower Crane) თანამედროვე სამშენებლო პროცესების განუყოფელი ნაწილია. ამ ტიპის ტექნიკის მთავარი მახასიათებელი კლასიკური ჰორიზონტალური ისარია, რომელიც პირდაპირ ანძას ეყრდნობა. კონსტრუქცია გათვლილია გაადვილოს ობიექტზე მძიმე მასალების, არმატურისა თუ ბეტონის ბლოკების ზუსტი გადაადგილება.
დღესდღეობით ურბანული და ინდუსტრიული პროექტებისთვის სამშენებლო კომპანიებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩინური კომპანია ბიქიუს (BQ) GHT5013-5(MC80) ბაგირიანი კოშკურა ამწე.
მოდელის მაქსიმალური ტვირთამწეობა 5 ტონას აღწევს. ამწეს აქვს 50-მეტრიანი სამუშაო ისარი, რომლის წვერზეც შესაძლებელია 1.3 ტონა ტვირთს თავისუფლად აწევა. ამწის დამოუკიდებელი (საყრდენის გარეშე) დგომის სიმაღლე 34.5 მეტრს უტოლდება. ანძის სექციის ზომები 1.2 x 1.2 x 3.0 მეტრია, რაც სრულად ინარჩუნებს კონსტრუქციის სიმყარეს. მოდელი იყენებს 25PC13A ტიპის ამწევ და RCV95 ტიპის მბრუნავ მექანიზმებს.
დღევანდელ ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი არჩევანის ფონზე, მაღალი ტექნიკური მონაცემების მქონე BQ-ს ამწეები ეკონომიურობისა და ხარისხის ოპტიმალური ბალანსით გამოირჩევა.
BQ (Shenyang Baoquan) საქმიანობა 2008 წელს დაიწყო. დღეს კომპანიის ტექნიკას შეხვდებით 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. ქართულ ბაზარზე ბრენდი 2021 წლიდან ოპერირებს. ოფიციალური წარმომადგენლობა სრულად იღებს პასუხისმგებლობას ტექნიკურ მომსახურებაზე, კოშკურა ამწის წინასწარი პროექტირებიდან და ექსპერტული მონტაჟიდან დაწყებული, უსაფრთხო დემონტაჟით დასრულებული.
კომპანია რეგულარულად, თვეში ერთხელ ატარებს ტექნიკურ ინსპექციას. ამასთან, დეველოპერები იღებენ 24/7-ზე ტექნიკურ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში. თუ ამწეს რომელიმე დეტალის ჩანაცვლება სჭირდება, საინჟინრო გუნდს ის გადააქვს “ამწის ლაბორატორიაში” სადაც რეკორდულად მოკლე დროში ატარებს განახლების სამუშაოებს. სათადარიგო ამწეების ნაწილები პირდაპირ მწარმოებელი ქარხნიდან ჩამოდის და საქართველოში ინახება. აღარ იხარჯება დრო დეტალების გამოწერა-განბაჟებაზე და ამწეც უმოკლეს დროში უბრუნდება სამუშაო პროცესს.
ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის შეფერხება გაუთვალისწინებელი ხარვეზების გამო დეველოპერებისთვის დიდი ფინანსური ზარალია. ბაგირიანი კოშკურა ამწეების გამართული მუშაობა პირდაპირ აისახება პროექტის გაწერილ ვადებში წარმატებით დასრულებაზე. ხარისხიანი აღჭურვილობა და მუდმივი საინჟინრო მხარდაჭერა სტაბილურ სამუშაო გარემოს ქმნის.