დახრილ ისრიანი ამწე

GHD4015-5/6

დახრილ ისრიანი ამწე (Luffing Tower Crane) თანამედროვე ურბანული მშენებლობების სპექციფიკისთვის შექმნილი ტექნიკაა. მისი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელი მოძრავი ისარია. ის ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრაობს და მუდმივად იცვლის კუთხეს. სტანდარტული, ჰორიზონტალური მოდელებისგან განსხვავებით, ეს მექანიზმი ეფექტურად მუშაობს მჭიდროდ განაშენიანებულ ტერიტორიებზე. მოძრავი ისარი მკვეთრად ამცირებს მეზობელი შენობების სივრცეში გადასვლის რისკს. პარალელურად, ის ერთ ობიექტზე რამდენიმე ამწის ერთდროულ მუშაობის საშუალებასაც იძლევა.

დღევანდელ ბაზარზე ამ ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია ბიქიუ (BQ)-ა. BQ (Shenyang Baoquan) 2008 წლიდან აწვდის ბაზარს მძიმე სამშენებლო ტექნიკას. დღეს ბრენდი ოცზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. საქართველოში 2021 წელს გამოჩნდა და სწრაფადვე დაიმკვიდრა ადგილობრივ ბაზარზე ადგილი, ბიუჯეტური ფასისა და მაღალი ხარისხის საუკეთესო ბალანსით.

ბიქიუს მჭიდრო სივრცეებში სამუშაოდ განკუთვნილ ტექნიკას შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული GHD4015-5/6 მოდელია. ეს დახრილ ისრიანი ბაგირიანი კოშკურა ამწე ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციურია კომპანიის პორტფოლიოში. მაქსიმალური ტვირთამწეობა 5-დან 6 ტონამდე მერყეობს, ისრის წვერზე დატვირთვა (Tip load) კი 1.5 ტონაა.

მოდელის სამუშაო რადიუსი ზუსტად 40 მეტრია, დამოუკიდებლად დგომის სიმაღლე კი 30.1 მეტრს აღწევს. GHD4015-5/6 იწყობა 1.2×1.2×3 მეტრის ზომის ანძის სექციებით.

კონსტრუქცია Q345B მარკის მტკიცე ფოლადისგან მზადდება. ძლიერი ძრავა და მაღალი გამძლეობის ლითონის ტროსები მძიმე სამშენებლო მასალას ზუსტად და სრულიად უსაფრთხოდ გადააადგილებს. ამ მახასიათებლების გამოისობით მოდელი მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობისთვის იდეალური არჩევანია.

ბიქიუს გუნდს ასევე კარგად ესმის, რომ მხოლოდ ტექნიკური მონაცემები პროექტის წარმატებისთვის საკმარისი არ არის. თანმდევი მომსახურების ხარისხი საკვანძო ასპექტია. ამიტომ ბრენდი დეველოპერებს 24/7 ტექნიკურ მხარდაჭერასაც სთავაზობს. ობიექტზე მომუშავე BQ-ს ამწეები მუდმივი პროფესიონალური კონტროლის ქვეშაა. ტექნიკური ინსპექცია რეგულარულად, თვეში ერთხელ ტარდება. მოულოდნელი ხარვეზის გამო გამოძახების შემთხვევაში საინჟინრო გუნდი ობიექტზე საშუალოდ ორ საათში მიდის. კომპანიას ასევე საქართველოში, სოფელი აღაიანის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს ოფიციალური ქარხნული წარმოების სათადარიგო ნაწილების საწყობი. რადგან სათადარიგო ნაწილებს გამოწერა-განბაჟება არ სჭირდება, ამწის შეკეთება-რეკონსტრუქცია რეკორდულად მოკლე დროშია შესაძლებელი.

დახრილ ისრიანი სისტემები თანამედროვე მშენებლობის პროცესს ბევრად მოქნილს ხდის. ბიქიუს ეკონომიური, მაგრამ მძლავრი მოდელები კომპანიებს სამშენებლო პროცესების გაწერილი ვადების დაცვაში ეხმარება და გაუთვალისწინებელი ფინანსური ზარალის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.