უბაგირო კოშკურა ამწე (Topless Tower Crane) თანდათან ანაცვლებს სამშენებლო ობიექტებზე ტრადიციულ მოდელებს. სტანდარტული დანადგარებისგან განსხვავებით, ამ ტიპის ამწეს არ აქვს კოშკის ზედა ნაწილი და დამჭერი ბაგირები.
კონსტრუქციული თავისებურება უბაგირო ამწის მონტაჟს მნიშვნელოვნად ამარტივებს და სიმაღლეზე მუშაობის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. როდესაც საქმე თანამედროვე ურბანულ განაშენიანებას ეხება, დეველოპერები სივრცის ოპტიმიზაციასა და უსაფრთხოებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ როცა ლიმიტირებულ სივრცესთან უწევთ მუშაობა, სულ უფრო ხშირად ირჩევენ ამ ტიპის მექანიზმებს.
უბაგირო კოშკურა ამწეები უკვე ყველაზე პოპულარული არჩევანია ქალაქის ცენტრში და სხვა მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მუშაობისა. თუმცა მათ მხოლოდ სამშენებლო მოედნიდან გამომდინარე არ ირჩევენ. ისინი ასევე ეფექტურია მასშტაბურ პროექტებზე მუშაობისას, როცა ხშირად რამდენიმე დანადგარს ერთდროულად უწევს მუშაობა. ბაგირების არარსებობა პირდაპირ გამორიცხავს გადამკვეთი ხაზების ჩახლართვის საფრთხეს, რაც ობიექტზე სხვადასხვა სიმაღლის ტექნიკის განლაგების საშუალებას იძლევა. ეს ფაქტორი საშუალებას აძლევს დანადგარების თავისუფლად იმუშაონ პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე, დეველოპერს კი – მკვეთრად გაზარდოს სამუშაო ტემპი.
დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უბაგირო კოშკურა ამწე კომპანია ბიქიუა (BQ)-ს GHP6016-8 მოდელია. ტექნიკა სრულად JOST-ის სტანდარტების სტრუქტურითაა შექმნილი. დამოუკიდებლად დგომის სიმაღლე (Free Standing Height) 45.5 მეტრს აღწევს, ანძის სექციის ზომები კი 1.6×1.6×3.0 მეტრია (L46 ტიპის ანძა). ამწის მაქსიმალური ტვირთამწეობა 8 ტონაა. აქვს ძალიან დიდი წვდომა – აღჭურვილია 60-მეტრიანი ისრით. ისრის წვერზე კი 1.6 ტონამდე ტვირთს უპრობლემოდ წევს.
GHP6016-8 მოდელი იყენებს 30LVF ტიპის ამწევ მექანიზმს, 4T3V4 ურიკის სისტემასა და RZV75 მბრუნავ მექანიზმს. აღჭურვილობა სპეციალურად იმაზეა გათვლილი, რომ დეტალების ცვეთა მაქსიმალურად შენელდეს და ეფექტურად დააბალანსოს ტვირთის გადაადგილების რყევებს.
ბიქიუ (Shenyang Baoquan) 2008 წელს დაარსდა. ბრენდი მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გლობალურ სამშენებლო ბაზარზე. დღეს მის მექანიზმებს აქტიურად იყენებს 20-ზე მეტი ქვეყანა. BQ-ს ამწეები ბიუჯეტურობისა და საიმედოობის კარგი ბალანსით გამოირჩევა. საქართველოში კომპანია 2021 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივ ბაზარს სტაბილურად აწვდის საერთაშორისო სტანდარტის მქონე, მაღალი ხარისხის პროდუქციას ოპტიმალურ ფასად.
მშენებლობის დაგეგმვისას მძიმე ტექნიკის სწორად შერჩევა პროექტის ბიუჯეტსა და შესრულების ვადებზე პირდაპირ აისახება. ოპტიმალური მაჩვენებლების, გამძლე დანადგარების გამოყენება წარმატების საწინდარია. ამასთან, ბიქიუ ქართველ დეველოპერებს სთავაზობს 24/7-ზე ხელმისაწვდომ საინჟინრო მომსახურებას.
კომპანიას საქართველოშივე აქვს ოფიციალური ქარხნული წარმოების სათადარიგო ნაწილების საწყობი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამწის შეკეთება-რეკონსტრუქციის დროს. რეგულარული ინსპექცია კი, რომელიც თვეში ერთხელ ტარდება, სამუშაო პროცესს ბევრად უფრო დაცულს, პროდუქტიულს და პროგნოზირებადს ხდის.