დერიკ-ამწე

2533A

დერიკ-ამწე (Derrick Crane) დიდი გაბარიტების სტაციონარული სამშენებლო ტექნიკაა. მექანიზმი განკუთვნილია მძიმე სამშენებლო ტვირთის დიდ სიმაღლეზე გადასატანად. კლასიკური კოშკურა მოდელებისგან განსხვავებით, ინჟინრები მას ფიქსირებულ საძირკველზე ამაგრებენ. ანძა და ისარი პირდაპირ მბრუნავ პლატფორმას ეყრდნობა. მექანიკური და ელექტრონული მართვის კვანძებიც პლატფორმაზევეა განლაგებული. მსგავსი სტრუქტურა დიდწილად განსაზღვრავს აგრეგატის მაღალ მდგრადობას – ამიტომ ითვლება, რომ დერიკ-ამწეები მაქსიმალურად უსაფრთხო არჩევანია, როცა მძიმე ან ფაქიზი ტვირთის გადატანას ეხება საქმე.

მშენებლობის პროცესში ამ ტიპის მექანიზმის გამოყენება ხშირად აუცილებელია, როცა სამშენებლო მასალებისა და პერსონალის ვერტიკალურად აწევას ან ზედა სართულებზე ჰორიზონტალურად, მშენებლობის ერთი წერტილიდან მეორემდე გადატანას ეხება საქმე. სტანდარტულად, ამ ტიპის მექანიზმს შენობის სახურავზე ამაგრებენ. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება დიდი კოშკურა ამწეების დემონტაჟია.

დერიკ-ამწეს მწარმოებლებს შორის საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კომპანია ბიქიუ (BQ), რომელმაც მომხმარებელთა გრძელვადიანი ერთგულება ბიუჯეტურობისა და მაღალი ხარისხის ოპტიმალური ბალანსით დაიმსახურა. ბრენდი ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და სამშენებლო აღჭურვილობას მსოფლიო მასშტაბით 20-ზე მეტ ქვეყანას აწვდის.

ბიქიუს (BQ) დერიკ-ამწეს მოდელი 2533A ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. მისი მთავარი უპირატესობა ტვირთის აწევის სიზუსტე და მაღალი სიმძლავრეა. ამ მოდელის მაქსიმალური ტვირთამწეობა 10 ტონას აღწევს, ხოლო სამუშაო რადიუსი (ისრის სიგრძე) – 24 მეტრია.

ტექნიკა თავისუფლად წევს 3 ტონამდე ტვირთს ისრის ბოლოზე, ამიტომ მისი გამოყენებით სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება განსაკუთრებით მძიმე კონსტრუქციების გადატანაც. რაც შეეხება ენერგომოხმარებას – აპარატი 70KVA სიმძლავრეს მოითხოვს და სტანდარტულ 380V/440V ძაბვაზე მუშაობს.

ბიქიუ 2533A მოდელს სპეციალური მოდულური დიზაინით ქმნის. გააზრებული სტრუქტურა ცალკეული კომპონენტების სახურავზე ატანას და ადგილზე სწრაფად აწყობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

შიდა მექანიზმები (ამწევი, მბრუნავი და დახრის მოტორები) აღჭურვილია სიხშირული გარდამქმნელებოთ – ინვერტორებით. აღნიშნული ტექნოლოგია გამოირჩევა ტვირთის მაქსიმალურად რბილად, ვიბრაციისა და ინერციის გარეშე გადააადგილების საშუალებით. ეს მახასიათებელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალ სართულებზე მუშაობისას.

მოდელში ასევე ინტეგრირებულია უსაფრთხოების თანამედროვე მექანიზმები: ტვირთამწეობისა და ძალოვანი მომენტის შემზღუდველები. კრიტიკული გადატვირთვის დროს ეს სენსორები მუშაობას ავტომატურად აჩერებს და აპარატს დაზიანებისგან იცავს.

ბრენდის ყველა მოდელი სრულად პასუხობს თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების მკაცრ მოთხოვნებს. BQ-ს ამწეების შექმნისას ქარხანა მთავარ აქცენტს ნაწილების გამძლეობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე აკეთებს. ბაზარზე გაშვებამდე კონსტრუქციის თითოეული ელემენტი მკაცრ მექანიკურ ტესტირებას გადის.

საქართველოში ბიქიუ 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანია ადგილობრივი ბაზრის წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობს და უკვე არა ერთხელ დაამტკიცა რომ მისი დერიკ-ამწეები მძიმე კლიმატურ პირობებსა და ფიზიკურ დატვირთვას შესანიშნავად უძლებს. გარდა უშუალოდ სამშენებლო ტექნიკისა, ბიქიუ მომხმარებლებს ამწეების მომსახურებასაც სთავაზობს. კომპანიას საქართველოში, ბილდვეი ექსპოს ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო ტექნიკის გამოფენაზე აქვს სათადარიგო ნაწილების საწყობი, რაც საგრძნობლად აჩქარებს ამწეების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესსაც, საჭიროების შემთხვევაში.

სწორად შერჩეული ტექნიკა სამშენებლო პროცესს ბევრად ამარტივებს და ბევრად ზრდის უსაფრთხოების ხარისხს. მძლავრი ძრავები, ინტელექტუალური მართვის სისტემა და ცვეთამედეგი კომპონენტები ბიქიუს დერიკ-ამწეს ყველა ტიპის მშენებლობისთვის პრაქტიკულ არჩევნად აქცევს. ამასთან, ოფიციალური ქარხნული მხარდაჭერა და 24-საათიანი ტექნიკური მომსახურება მნიშვნელოვნად ამცირებს ტექნიკური შეფერხებების რისკებს. სწრაფი დიაგნოსტიკა და 24/7 სერვისი ეხმარება დეველოპერს დაიცვას მშენებლობის გეგმიური ვადები და ამცირებს ფინანსური ზარალის ალბათობას.