თანამედროვე მშენებლობა მაღალ შენობებზე მუშაობისას სპეციალურ მექანიზმებს მოითხოვს. საფასადე პლატფორმა (Suspended Platform) ექსტერიერის ზედა სართულებთან წვდომას ამარტივებს. დეველოპერები მისი გამოყენებით მნიშვნელოვან დროს ზოგავენ.
ტრადიციული ხარაჩოებისგან განსხვავებით, მუშები მოძრავი კალათით შენობის ფასადზე თავისუფლად გადაადგილდებიან. მშენებლები ამ ტექნიკას მძიმე მოსაპირკეთებელი მასალისა და ინვენტარის მაღალ სიმაღლეზე უსაფრთხოდ ასატანად იყენებენ. მყარი კონსტრუქცია და დამცავი მექანიზმები პერსონალს სტაბილური მუშაობის საშუალებას აძლევს. ეს ფაქტორი საწარმოო ტრავმების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ამ ტიპის ტექნიკის წარმოებაში, დღეს საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია კომპანია ბიქიუ (BQ). ჩინური გიგანტი სამშენებლო სექტორს ბიუჯეტური ფასისა და მაღალი ხარისხის ოპტიმალურ ბალანსს სთავაზობს, რის გამოც უკვე წარმატებით დაიმკვიდრა თავი 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. 2021 წლიდან კი უკვე საქართველოშიც.
ბიქიუს ამწე პლატფორმები ზიდავს 150 მეტრამდე, ანუ, თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებით, იდეალურია დაახლოებით 30-სართულიან შენობებზე მუშაობისთვის.
გარდა ტვირთის გადატანისა, კომპანიები საფასადე პლატფორმებს ძირითადად სრულმასშტაბიანი სამღებრო სამუშაოებისთვის, მინების შეკეთებისა და ფასადების საწმენდადაც იყენებენ. მოწყობილობა საკაბელო გაყვანილობის ინსტალაციასაც აადვილებს. ზოგჯერ გამოიყენება დიდი სარეკლამო ბანერების მონტაჟის პროცესში, თუ კონსტრუქციის ფასადი მისი დამაგრების საშუალებას იძლევა.
ბიქიუს ZLP სერიის დაკიდებული პლატფორმები მასალის მიხედვით რამდენიმე ტიპად იყოფა. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, დეველოპერი ირჩევს ალუმინის, ფოლადის ან თუთიის (იგივე გალვანიზებული ლითონის) კონსტრუქციას. გალვანიზებული და ალუმინის მოდელები განსაკუთრებით მედეგია კოროზიის მიმართ. ეს მასალები განსაკუთრებით პოპულარული არჩევანია, თუ სამშენებლო პროექტი რთულ კლიმატურ პირობებში მიმდინარეობს, რადგან ტექნიკის გამართული მუშაობის ვადას საგრძნობლად ზრდის. მასალების არჩევანი გათვლილია დაეხმაროს დეველოპერს, ტექნიკა ზუსტად მოარგოს მისი კონკრეტული ობიექტის მოთხოვნებს.
უშუალოდ ZLP სერია ექვს ძირითად მოდელს აერთიანებს. ესენია: ZLP150, ZLP400, ZLP500, ZLP630, ZLP800 და ZLP1000.
თითოეული მათგანი გათვლილია 100 მეტრის სამუშაო სიმაღლეზე ავიდეს, უსაფრთხოებას კი LST20 ტიპის დამცავი საკეტი აკონტროლებს. მოდელების მთავარი განსხვავება ნომინალურ ტვირთამწეობაშია. ყველაზე მცირე სიმძლავრის, ZLP150 მოდელი მხოლოდ 150 კილოგრამს წევს, ყველაზე მძლავრი ZLP1000 კი – 1000 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს.
საქართველოში კომპანიის სერვისები ბიქიუს ამწეების წინასწარ პროექტირებასაც მოიცავს, მათ შორის საფასადე პლატფორმებისაც. საჭიროების შემთხვევაში, ინჟინრების გუნდი სამუშაო მოცულობას დეტალურად შეაფასებს და ობიექტისთვის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების პლატფორმის მოდელს შეარჩევს. ძირითადი კონსტრუქციის გარდა, ბაზარზე პლატფორმის ყველა საჭირო სათადარიგო ნაწილი მარტივად იძებნება.
ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინება აუცილებელია, რადგან აღჭურვილობის ფიზიკური პარამეტრები მოდელების მიხედვით მკვეთრად იცვლება. მაგალითად, ყველაზე კომპაქტური ZLP150 მოდელის კალათის სიგრძე 1.2 მეტრია, მოცულობა 1.6 კუბურ მეტრს უტოლდება, თავად კონსტრუქცია კი 800 კილოგრამს იწონის. საშუალო სიმძლავრის ZLP630 ვერსიას 6-მეტრიანი კალათი და 1850 კგ წონა აქვს. ყველაზე მასშტაბური სამუშაოებისთვის განკუთვნილი ZLP1000 მოდელის სიგრძე 7.5 მეტრს აღწევს, მოცულობა 3.3 კუბური მეტრია, ხოლო წონა კი – 2300 კილოგრამი.
თითოეული ეს მოდელი კონკრეტული ტიპის სამშენებლო ობიექტისთვისაა განკუთვნილი. ამწე პლატფორმის არასწორად შერჩევა ზრდის სამშენებლო პროცესის ვადების არასწორად მართვისა და ფინანსური ხარჯების რისკს (ზოგ შემთხვევაში დიდი სიმძლავრის, მაგრამ უფრო ნელი და ძვირი მოდელის გამოყენება უბრალოდ საჭირო არ არის).
ბიუჯეტური და ტექნიკურად გამართული ტექნიკის გამოყენება ობიექტის ჩაბარების ვადებზე დადებითად აისახება. ბიქიუს პლატფორმები აღჭურვილია გამძლე ლითონის ტროსებით, რომლებიც წარმატებით უძლებს წინასწარ გათვლილ მაღალ მექანიკურ დატვირთვას და სამუშაო გარემოს მეტად უსაფრთხოს ხდის.
ბიქიუ ქართველ დეველოპერებს ასევე სთავაზობს 24/7-ზე ტექნიკურ მხარდაჭერას და აქვს ამწის სათადარიგო ნაწილების ადგილობრივი საწყობი. ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად ამცირებს აღდგენა-რეკონსტრუქციის ვადებს და ხანგრძლივ გაჩერებებს გამორიცხავს. კომპლექსური მიდგომა დეველოპერს ეხმარება ტექნიკური შეფერხებების რისკი შეამციროს და პროექტი დათქმულ დროში დაასრულოს.