სამშენებლო ლიფტის ნაწილები

GJJ AC Limit Switch

თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებულად წარმართვაში ტვირთისა და პერსონალის უსაფრთხო გადაადგილება ძალიან დიდ როლს თამაშობს.

მაღალსართულიანი შენობების აგებისას მზიდავი ტექნიკა მუდმივ მუშა რეჟიმშია და საკმაოდ დიდი დატვირთვის აღება უწევს. შესაბამისად, გამართული სამშენებლო ლიფტები (Construction Hoist) ობიექტზე სამუშაო ტემპის უცვლელად შენარჩუნებისთვის საკვანძო დანიშნულების ტექნიკაა. მექანიზმის სტაბილური მუშაობა კი უშუალოდ მის შემადგენელ დეტალებზეა დამოკიდებული. მედეგი და მაღალი ხარისხის კომპონენტები მნიშვნელოვნად ამცირებს მექანიკური შეფერხების რისკებს და, ამავე დროს, ზრდის შრომის უსაფრთხოებას.

ტექნიკის ინტენსიური და ხანგრძლივი მოხმარებისას ცალკეული ელემენტების ექსპლუატაციის ვადა ბუნებრივად იწურება. ასეთ დროს სათადარიგო დეტალების სწრაფ ხელმისაწვდომობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს და პროექტით გაწერილი ვადები არ დაირღვეს.

კომპანია BQ დეველოპერებს მაღალი ხარისხისა და ეკონომიური ფასის ოპტიმალურ ბალანსს სთავაზობს. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სამშენებლო ტექნიკის პროვაიდერებს შორის, რომელსაც ქართულ ბაზარზე სათადარიგო ნაწილების ადგილობრივი საწყობის აქვს. რადგან სათადარიგო ნაწილების საზღვარგარეთიდან გამოწერა აღარ არის საჭირო, საგრძნობლად საჭირო კომპონენტების მიწოდება მაქსიმალურად მოკლე დროში ხდება. ეს ფაქტორი კი მშენებლობის მოცდენის დროს მინიმუმამდე ამცირებს და სამუშაო პროცესებს აჩქარებს.

ამწე მექანიზმის თითოეულ ელემენტს მკაცრად განსაზღვრული, სპეციფიკური ფუნქცია აქვს. ელექტროძრავები, სიჩქარის კოლოფები, სამუხრუჭე სისტემები და ელექტრონული მართვის მოდულები ერთმანეთთან დაკავშირებულ ერთიან მექანიკურ ჯაჭვს კრავს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩანაცვლებისას მაღალი ხარისხის სამშენებლო ლიფტის ნაწილების გამოყენებას. პროვაიდერი ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას ზუსტად ისეთივე ქარხნული სტანდარტის დეტალებს უნდა იყენებდეს, როგორითაც ტექნიკა თავდაპირველად აეწყო. ასე უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები სრულად დაცულია და ტექნიკის სიცოცხლისუნარიანობა შესაბამისად ხანგრძლივდება. ბიქიუს ოფიციალური ქართველ დეველოპერებს მხოლოდ მწარმოებლის ორიგინალ პროდუქციას აწვდის, რა გარანტიაც შესაძლოა სხვა პროვაიდერებს არ ქონდეთ.

ასეთი ნაწილია, მაგალითად, ლითონის ბაგირი (ტროსი). ბიქიუს ტროსი მოქნილი, სტაბილური და გამძლეა – გათვლილია მაღალ დატვირთვაზე და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე. დაფარულია სპეციალური გალვანიზებული საფარი კოროზიისგან დასაცავად. S/Z lay ტიპის დაწვნა კი უზრუნველყოფს უკეთეს ბალანსს და სტაბილურობას მაღალი დატვირთვისას.

მექანიზმის უსაფრთხოების სისტემაში ერთ-ერთ მთავარ და საპასუხისმგებლო როლს GJJ AC Limit Switch ასრულებს. ის მაღალი სიზუსტის ელექტრომექანიკური მოწყობილობაა. სენსორულად აკონტროლებს კაბინის მოძრაობის უკიდურეს წერტილებს. როდესაც კაბინა დასაშვებ მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს ან ქვედა კრიტიკულ ნიშნულზე ეშვება, ჩამრთველი მყისიერად წყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას. ის დაუყოვნებლივ თიშავს ძრავს და ბლოკავს შემდგომ მოძრაობას.

ინტენსიური ფიზიკური ხახუნისა და მუდმივი ელექტრული დატვირთვის გამო, ჩამრთველი მექანიზმი დროთა განმავლობაში ბუნებრივად იცვითება. გეგმიური ტექნიკური მომსახურების პერიოდში მისი ახლით ჩანაცვლება აუცილებელი პროცესია. დაზიანებული ან რესურსამოწურული Limit Switch-ის ახალი მოდელით შეცვლა ძირითად ძრავებს გადატვირთვისგან იცავს. ამასთან, მინიმუმამდე ამცირებს კაბინის ვარდნისა და მთლიანი ელექტრონული სისტემის მწყობრიდან გამოსვლის რისკებს. სამშენებლო ლიფტის ნაწილების დროული ჩანაცვლება მძიმე ტექნიკას უსაფრთხო და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.