კოშკურა ამწის 4 დეტალი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება რეგულარული ინსპექცია

სამშენებლო მოედანზე სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობა ტექნიკის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. უწყვეტი ინტენსიური დატვირთვა ნიშნავს, რომ უმაღლესი ხარისხის მექანიზმებიც კი დროთა განმავლობაში ცვდება. ამიტომ, მძიმე ტექნიკის ნაწილები მუდმივ, რეგულარულ შემოწმებას მოითხოვს. 

საერთაშორისო ბაზარზე კომპანია ბიქიუ (BQ) ცნობილია იმით, რომ ფასისა და ხარისხის ოპტიმალურ ბალანსს ქმნის. BQ-ს ტექნიკა გამორჩეულად გამძლეა და გათვლილია ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე. მაგრამ იმისთვის, რომ ტექნიკამ დაპირება შეასრულოს, საჭიროა გამოყენების წესების დაცვა და ცალკეული დეტალების რეგულარული შემოწმება. 

ამ ბლოგში განვიხილავთ კოშკურა ამწის ოთხ დეტალს, რომელიც ყველაზე მოწყვლადია ბუნებრივი ცვედისადმი. სწორედ ამ დეტალებს აქცევენ ინჟინრები ყველაზე დიდ ყურადღებას ტექნიკური ინსპექციისას.

ლითონის ბაგირი (ტროსი)

ლითონის ბაგირი კოშკურა ამწის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ელემენტია. სწორედ ამ დეტალზე მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა, როცა ამწეს მძიმე სამშენებლო მასალა მაღალ სიმაღლეზე ააქვს. 

მუდმივი მექანიკური დაჭიმულობა და ტემპერატურული ცვალებადობა ლითონის სტრუქტურაზე უარყოფითად მოქმედებს. კოროზიისგან დასაცავად, კომპანია BQ ტროსებს სპეციალური გალვანიზებული საფარით ფარავს. ხარისხიანი მასალის, S/Z lay ტიპის დაწვნის მექანიზმების განსაკუთრებით გამძლედ ითვლება, მაგრამ მათაც სჭირდება დროული განახლება. 

რეგულარული დიაგნოსტიკა აუცილებელია, რადგან ინჟინრები მარტივად პოულობენ პირველივე მიკრობზარებს. ბაგირის დროული ჩანაცვლება კი გაწყვეტის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

კოშკურა ამწის ენკოდერი

დიდ ყურადღებას ითხოვს ელექტრონული კომპონენტებიც. ასეთია, მაგალითად, კოშკურა ამწის ენკოდერი. მოწყობილობა მექანიკურ მოძრაობას ციფრულ სიგნალად გარდაქმნის და სისტემას მექანიზმის მდებარეობის შესახებ მილიმეტრული სიზუსტით აწვდის ინფორმაციას. ენკოდერს აქტიურად იყენებენ სიმაღლეზე აწევის, მობრუნებისა და ტვირთის გადაადგილების კონტროლისთვის. თუ მან ხარვეზით დაიწყო მუშაობა, ამწის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამგვარი სპეც ტექნიკის ნაწილები დროულ შეცვლას მოითხოვს.

ენკოდერის მთავარი მტერი სამშენებლო ობიექტებისთვის ბუნებრივი მტვერი, ტემპერატურული ცვალებადობა და ვიბრაციაა. ყველა ეს მახასიათებელი ნებისმიერი ელექტრონიკის რესურსს ამცირებს. ენკოდერის მგრძნობიარე სენსორები რომელიც მილიმეტრული სიზუსტით მუშაობს, განსაკუთრებით მოწყვლადია. სენსორების დაზიანება ტვირთის არასწორ პოზიციონირებას იწვევს, არადა სამუშაოებისას მცირედი ცდომილებაც კი დაუშვებელია. რეგულარული დიაგნოსტიკისას ენკოდერის სიზუსტე განსაკუთრებული სიფრთხილით მოწმდება.

სამუხრუჭე სისტემა

ამწის კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მექანიზმია სამუხრუჭე სისტემაა. მუხრუჭები აკონტროლებს ტვირთის დროულად გაჩერებასა და კოშკურის ადგილმდებარეობის უსაფრთხოდ ცვლილებას. ისევე, როგორც ტროსი, მუხრუჭი სხვა დეტალებზე სწრაფად ცვდება. ეს ბუნებრივი პროცესია – ამწის ყოველი მოქმედებისას ხუნდები ინტენსიურად ხახუნობს. გაცვეთილი სამუხრუჭე დეტალი ინერციის მართვას ართულებს. საოპერაციო საფრთხეები შესამჩნევად იზრდება.

ერთადერთი, რასაც მუხრუჭების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება შეუძლია მასალების ხარისხია. BQ-ს ამწეები საერთაშორისო ბაზარზე სწორედ ტექნიკის მედეგობითაა ცნობილი. მაგრამ, მუხრუჭების შემთხვევაში დროთა განმავლობაში ცვეთა გარდაუვალია, შესაძლოა მხოლოდ პროცესის ცოტა შენელება. 

კაუჭის ბლოკი და გორგოლაჭები (შკივები)

ტვირთამწეობის სწორი განაწილება წარმოუდგენელია კაუჭის ბლოკისა და გორგოლაჭების გარეშე. აღნიშნული კომპონენტები უწყვეტ კონტაქტშია მოძრავ ბაგირთან. მუდმივი ხახუნი და მძიმე წონა ეტაპობრივად დეფორმირებს ლითონის ზედაპირს. დაზიანებული გორგოლაჭი აფერხებს ბაგირის თავისუფალ მოძრაობას და ძრავზე დამატებით დატვირთვას ქმნის. კაუჭის მექანიზმის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ტვირთის აწევის უსაფრთხოებას. ი

ისევე, როგორც ტროსებისა და მუხრუჭების შემთხვევაში, ცვეთა გარდაუვალია. ხარისხიან მასალებს შეუძლია მექანიზმის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება, მაგრამ არა შეჩერება. რეგულარული შემოწმება ერთადერთია, რაც ინჟინრებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ ცვეთის დონეს და დროული რეკომენდაციები გასცენ ამწის სათადარიგო ნაწილებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. 

გაუმართავი ამწეების ნაწილების გამო მშენებლობის შეჩერება ხშირად სერიოზულ ფინანსურ ზარალს იწვევს. იმისთვის, რომ ტექნიკამ უწყვეტად იმუშაოს, საჭიროა მოწყვლადი დეტალების დროულად ჩანაცვლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველთვის უმჯობესია ძველი ნაწილების ანალოგიური ქარხნული ალტერნატივით ჩანაცვლება. ორიგინალი ქარხნული დეტალები ყოველთვის ზუსტად ერგება მოდელის სპეციფიკაციებს. 

BQ-ს შემთხვევაში აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები არსებულ საბაზრო სტანდარტებზე სწრაფად სრულდება. კომპანიას საქართველოში, Buildway Expo-ს ბაზაზე აქვს მოწყობილი სათადარიგო ნაწილების საწყობი. რადგან ინჟინრებს არ სჭირდებათ უცხოეთიდან გამოწერილი დეტალების ჩამოსვლა-განბაჭების ლოდინი, ტექნიკური სამუშაოები უმოკლეს ვადებში იწყება და სრულდება. 

გეგმიური შემოწმება, ცვეთის ხარისხისთვის მუდმივი თვალყურის დევნება და მოწყვლადი ნაწილების დროული განახლება სამშენებლო პროცესის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს. პრევენციული ნაბიჯი კრიტიკული დაზიანებების თავიდან არიდებისთვის საუკეთესო გამოსავალია. რეგულარული დიაგნოსტიკა ტექნიკის ეფექტურ გრძელვადიან ექსპლუატაციას უწყობს ხელს. გაცვეთილი დეტალების დროული ჩანაცვლება კი პირდაპირ ისახება სამუშაო ტემპსა და პროექტის ხარისხზე.