როგორ ვმართოთ სამშენებლო პროცესი შეზღუდულ სივრცეში

მჭიდროდ განაშენიანებულ ურბანულ გარემოში სამშენებლო პროცესის მართვა რთული საინჟინრო ამოცანაა. ქალაქის ცენტრალურ უბნებში მუშაობისას დეველოპერებს მკაცრად შეზღუდულ ტერიტორიასთან ადაპტაცია უწევთ. ასეთი სამუშაოები მიმდებარე შენობებთან ოპტიმალური დაშორების დაცვას და მიმდებარე საჰაერო სივრცის მუდმივ კონტროლს მოითხოვს. ასეთ პროცესს უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით გათვალისწინება და ლოგისტიკის ზედმიწევნით დაგეგმვა სჭირდება, რადგან მცირედმა დარღვევამაც კი შეიძლება არსებული განაშენიანების დააზიანოს. ამას კი დიდი ზარალი მოყვება.

შეზღუდულ ტერიტორიაზე მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მძიმე მასალების გადაადგილებასა და ინვენტარის განთავსებას. ტვირთის გადატანა წინასწარ ზუსტ სტრატეგიასა და ხარისხიან, სენსიტიური სენსორებით აღჭურვილ ტექნიკას საჭიროებს, რომელსაც მილიმეტრული სიზუსტით მოძრაობს. არასწორად შერჩეული სამშენებლო ტექნიკა სამუშაოებს აფერხებს. ტერიტორიის სიმცირის გამო, მსგავს ობიექტებზე ყველაზე ოპტიმალურად ითვლება უბაგირო ან დახრილისრიანი ამწის გამოყენება. ასეთი მოდელები ტვირთს მინიმალურ რადიუსზე იღებენ და საჰაერო სივრცეში დამატებით დაბრკოლებებს არ ქმნიან.

რადგან შეზღუდული სივრცის მართვა მაქსიმალურ სიზუსტეს მოითხოვს, ერთი-ორად მნიშვნელოვანია სამშენებლო ტექნიკის ხარისხი. მწარმოებელი ქარხნის ჩართულობის გარეშე, თვითნებურად შემოტანილი მძიმე ტექნიკის გამოყენებას დამატებითი საფრთხეები ახლავს თან. როდესაც ობიექტზე არაოფიციალური გზებით შემოტანილ კოშკურა ამწეს ან სამშენებლო ლიფტს ამონტაჟებს, დეველოპერი საკუთარ თავზე გაუმართლებლად დიდ პასუხისმგებლობას იღებს. არ არსებობს პასუხისმგებელი პირი, თუ სამონტაჟო სამუშაოები არასწორად შესრულდა ან მოულოდნელი ტექნიკური ხარვეზი გაჩნდა. 

როცა არაავტორიზებულ მექანიზმს პრობლემა უჩნდება, საჭირო ხდება პროცესის გაჩერება და აღმოფხვრის გარე გზების ძიება, რაც ხშირად დროში იწელება. ამგვარ შემთხვევებში ვადების დარღვევა და ფინანსური ზარალი თითქმის გარდაუვალია. ამ ტიპის რისკის მინიმიზაციის ერთადერთი გზა უშუალოდ ოფიციალურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობაა, რადგან, როგორც წესი მას პირდაპირი კავშირი აქვს მწარმოებელ ქარხანასთან. 

ასე ოპერირებს, მაგალითად, კომპანია BQ – ჩინური ქარხანა მუდმივ კონტაქტზეა ქართულ წარმომადგენლობასთან და უშუალოდ აზღვევს სამშენებლო ტექნიკასთან დაკავშირებულ ყველა საფრთხეს.

ქვეყანაში პირდაპირი წარმომადგენლობის ქონა ინჟინრებისთვის და მშენებლებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. დანადგარებს თავად ქარხანა აწარმოებს და რეალიზაციასაც პირდაპირ ეწევა. დეველოპერი ოფიციალურ გარანტიას იღებს და ზუსტად იცის, ვის მიმართოს ტექნიკური ხარვეზის ან დაზიანებული ნაწილის შეცვლის საჭიროების დროს. 

შეზღუდული ტერიტორიის სამუშაო მოედნებზე მოქნილობის შესანარჩუნებლად მშენებლებისთვის პრაქტიკული ვარიანტია თანამედროვე თვითმწყობადი ამწე. კომპაქტური კონსტრუქცია და დამოუკიდებელი მონტაჟის შესაძლებლობა ურბანულ პროექტებზე მონტაჟისა და დემონტაჟის დროს ზოგავს და მოქნილად მანევრირების საშუალებას იძლევა. ოპტიმალური აღჭურვილობის შერჩევა მკაცრად ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, რათა დანადგარი პროექტს ზუსტად მოერგოს. BQ-ს ამწეების კატალოგი ისეა დაკომპლექტებული, რომ სხვადასხვა მასშტაბის ობიექტის ინფრასტრუქტურასა და პარამეტრებს მოერგოს. ყველა მათგანი დეველოპერს მაღალ ხარისხსა და ხანგრძლივ ექპლუატაციას პირდება – მაგრამ არასწორად შერჩეული მოდელი ვერ შეძლებს ობიექტის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ხარისხის მიუხედავად. 

BQ-სთან თანამშრომლობის კიდევ ერთი უპირატესობა ამწეების ტექნიკური მომსახურებაა. კომპანია სამშენებლო ობიექტებზე ყოველთვიურ დიაგნოსტიკას ატარებს, რაც მოულოდნელი გაჩერების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. ამასთან, კომპანიას საქართველოშივე აქვს სათადარიგო ნაწილების საწყობი, რაც ინჟინრებს საშუალებას აძლევს საჭირო აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები უმოკლეს დროში ჩაატარონ. 

შეზღუდულ სივრცეში მშენებლობის სწორად, დადგენილი წესების დაცვით წარმართვა რთული, თუმცა სრულად კონტროლირებადი პროცესია. ქარხნული სტანდარტის მქონე დანადგარების გამოყენება და სანდო პარტნიორების არჩევა სამუშაოების გრაფიკის მიხედვით დასრულებაში დიდ როლს თამაშობს. უსაფრთხოების ნორმების დაცვითა და ლოგისტიკური რისკების სწორი მართვით შესაძლებელია ყველაზე რთული ინფრასტრუქტურულ პროექტების ზედმეტი დანაკარგების გარეშე, დაგეგმილ ვადებში დასრულებაც კი.