როდის არის სპეც ტექნიკის ნაწილების შეცვლა აუცილებელი?

თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები მაქსიმალურ უსაფრთხოებას ითხოვს. სამუშაო მოედანზე სახიფათო შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ, სპეც ტექნიკასთანაა კავშირში. ინტენსიური დატვირთვა ნებისმიერ მექანიზმს ბუნებრივად ცვეთს, ამიტომ თუ ამწის, ლიფტის ან პლატფორმის გამართულობას ყურადღებას არ აქცევენ, ჩნდება გარკვეული რისკები. 

ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანის საუკეთესო გზა, რეგულარული ტექნიკური ინსპექციაა. კომპანია BQ ინსპექციას თვეში ერთხელ ატარებს მაშინ, როცა ინდუსტრიის სტანდარტი საშუალოდ ექვსი თვეა. ასეთი მიდგომა ინჟინრებს ეხმარება ხარვეზების დროულ იდენტიფიცირებაში და რისკებიც მინიმუმდე მცირდება. ტექნიკის წარმატებული და ხანგრძლივი ექსპლუატაცია, ცალკეული ელემენტების პერიოდულ ჩანაცვლებასაც მოითხოვს. ეს ის ინვესტიციაა, რომელიც ყველა დეველოპერმა უნდა გაითვალისწინოს, რადგან მცირე დაზიანება ხშირად დიდი პრობლემებისა და შედეგად, დიდ ფინანსური ზარალის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

მექანიკური ხახუნი და დეტალების ფიზიკური ცვეთა

მუდმივი ფიზიკური კონტაქტით გამოწვეული დეგრადაცია სამშენებლო ტექნიკის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ერთ-ერთი დეტალი, რომელიც ამ პროცესისადმი განსაკუთრებით მოწყვლადია, კოშკურა ამწის ლითონის ბაგირია (იგივე ტროსი). ტროსზე მთელი სამუშაო ციკლის განმავლობაში უდიდესი მექანიკური დატვირთვა მოდის. მუდმივი ხახუნი ეტაპობრივად აზიანებს ლითონის ძაფებს და მიკრობზარებს აჩენს. მძიმე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება კი დაბზარულ ძაფებს ძლიერად ჭიმავს და წყვეტის საფრთხეს ზრდის. მსგავსი დატვირთვა სამუხრუჭე ხუნდებსა და კაუჭის გორგოლაჭებზეც მოქმედებს. 

კომპანია BQ ტროსების გამძლეობის გასაზრდელად სპეციალურ S/Z lay დაწვნის მეთოდს იყენებს. S/Z lay დაწვნის ბაგირს სხვა ალტერნატივებთან შედარებით, უფრო დიდი ექპლუატაციის ვადა აქვს, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე მისი შეცვლაც აუცილებელი ხდება.

ფიზიკური დეფორმაციის აღმოჩენისთანავე საჭიროა სწრაფი რეაგირება. თანამედროვე ექსპლუატაციის სახელმძღვანელოებში გაწერილია ის დატვირთვა, რის შემდეგაც მეტალმა შესაძლოა პლასტიკურობა დაკარგოს. ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს სამუშაო ობიექტზე არსებული მძიმე ტექნიკის ნაწილების გამართულობაზე, ამ რესურსის ამოწურვის შემდეგ აუცილებლად გასცემს განახლების რეკომენდაციას. გაცვეთილი კომპონენტების ახლით ჩანაცვლება, მექანიზმს საწყის საექსპლუატაციო მახასიათებლებს უბრუნებს.

ელექტრონული სენსორების დაზიანება და მოძრაობის სიზუსტე

თანამედროვე ტექნიკა ტვირთის გადატანის სიზუსტისთვის იყენებს მაღალი მგრძნობელობის ელექტრონულ სენსორებს. დროთა განმავლობაში ეს სენსორები სიზუსტეს კარგავს. მთავარი გამომწვევი მიზეზი სამშენებლო პროცესების თანმდევი ძლიერი მტვერი, მუდმივი მექანიკური ვიბრაცია და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობაა. 

რაც უფრო არასტაბილურია გარემო პირობები, მით უფრო მალე ზიანდება კოშკურა ამწის ენკოდერი. ენკოდერი სისტემის ის კომპონენტია, რომელიც მექანიკურ მოძრაობას ციფრულ სიგნალად გარდაქმნის. გაუმართავი ენკოდერი სისტემას არასწორ კოორდინატებს აწვდის და ხელს უშლის ტვირთის ზუსტ პოზიციონირებას. 

თუ ინჟინერმა შეამჩნია, რომ ენკოდერი არაზუსტ ინფორმაციას იძლევა, აუცილებელია მისი უმოკლეს დროში ჩანაცვლება. სამშენებლო ტექნიკის შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია ორიგინალი, ქარხნული წარმოების ამწის სათადარიგო ნაწილებით ჩანაცვლება. ორიგინალი სენსორები მუშაობის მილიმეტრულ სიზუსტეს აღადგენს, ხოლო არაბრენდული ალტერნატივისგან ასეთი გარანტია არ არსებობს. კომპანია BQ-ს სათადარიგო ნაწილების საწყობი საქართველოში უზრუნველყოფს სათადარიგო ნაწილების დაუყონებლივ, მოკლე დროში ჩანაცვლებას, რაც არ აფერხებს სამშენებლო პროცესს.

მსგავსი პრობლემა ხშირად იჩენს თავს სამშენებლო ლიფტების უსაფრთხოების ჩამრთველების შემთხვევაშიც. კომპონენტი კაბინის მოძრაობის უკიდურეს წერტილებს აკონტროლებს. სენსორული უკმარისობა უსაფრთხოების ფუნდამენტურ სტანდარტებს არღვევს, რადგან სისტემა კრიტიკულ ნიშნულებს ვეღარ კითხულობს. ლიფტის კაბინის მოძრაობა ასეთ დროს არაპროგნოზირებადი ხდება. ინჟინრები ელექტრონიკის მგრძნობელობას განსაკუთრებული სიფრთხილით ამოწმებენ და სპეციალური ტესტერებით სიგნალის სიზუსტეს ზომავენ. დიაგნოსტიკის დროს აღმოჩენილი ნებისმიერი მცირე გადახრის შემთხვევაშიც კი აუცილებელია, მოწყობილობის დაუყოვნებლივ ჩანაცვლება. 

ძრავის გადახურება და ელექტრული სისტემის გადატვირთვა

ინტენსიური სამუშაო რეჟიმი და მაღალი დატვირთვა ძრავის ხანგრძლივ მუშაობაზე პირდაპირ აისახება. ხანგრძლივი ექსპლუატაცია და მუდმივად მაქსიმალური წონის ტრანსპორტირება, მექანიზმის შიდა გადახურების ალბათობას ზრდის. 

ინჟინრები დიაგნოსტიკისას ყოველთვის ამოწმებენ ძრავის გაგრილების სისტემას, რათა თერმული შოკის რისკი განსაზღვრონ. ასევე ამოწმებენ იზოლაციის წინააღმდეგობასა და საკისრების მდგომარეობას.

მექანიკურ დატვირთვას ემატება ქსელში არსებული ძაბვის მკვეთრი ცვალებადობა, რაც მოწყობილობის შიდა სტრუქტურას ეტაპობრივად აზიანებს. გადახურებული ელექტროძრავი მუშაობის სიმძლავრეს კარგავს და დროთა განმავლობაში არასტაბილურად იწყებს მოძრაობას. გადატვირთვა –  როგორც ელექტრონული, ისე მექანიკური,  ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. 

ისევე, როგორც კოშკურა ამწის შემთხვევაში, მცირე გადახრების დაფიქსირებისასაც კი საჭიროა სამშენებლო ლიფტის სათადარიგო ნაწილების განახლება, რათა სპეც ტექნიკამ საფრთხე არ შეუქმნას სამშენებლო მოედანზე პერსონალს. 

გარემო ფაქტორების ზემოქმედება და კოროზია

ცვალებად კლიმატურ პირობებში, ღია სივრცეში მუშაობისას, ლითონის სტრუქტურები გარკვეულწილად ზიანდება. ჭარბი ნალექი და მაღალი ტენიანობა ჟანგვის პროცესს აჩქარებს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ლითონის დეტალების სტრუქტურულ სიმტკიცეზე. ქიმიური რეაქციები მეტალის ზედაპირს შლის და  დროთა განმავლობაში, მის ტვირთამწეობას ამცირებს. 

თუ ბრენდი ყურადღებას აქცევს ლითონის დეტალების სიმტკიცეს, მაშინ ყველაზე მოწყვლადი დეტალების (მაგ. ტროსების) ზედაპირები სპეციალური გალვანიზებული საფარით იფარება. BQ-ს პროდუქცია კოროზიის მიმართ მედეგი მეტალის შენადნობებით მზადდება და გალვანიზებული საფარით იფარება. ეს კომპანიის სპეც ტექნიკის ესპლუატაციის ვადას გარკვეულწილად ახანგრძლივებს. მაგრამ, დროთა განმავლობაში ეს დამცავი ფენაც დეგრადირდება. 

კოროზიის ნიშნების გაჩენისთანავე საჭიროა სტრუქტურული ელემენტების დაუყოვნებლივ ჩანაცვლება.  ხარისხიანი მასალის მიუხედავად, რეგულარული ინსპექცია აუცილებელ პირობად რჩება. დაჟანგული დეტალების იგნორირება ობიექტზე სერიოზული ინციდენტების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ტექნიკური ხარვეზებისთვის თვალყურის დევნება და პრობლემებზე დროული რეაგირება სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობაა. დაზიანებული ან გაცვეთილი ელემენტების ორიგინალი ქარხნული სათადარიგო ნაწილებით დროულად ჩანაცვლება, სამშენებლო ტექნიკის სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს. სამუშაო პროცესში მექანიზმების სწორი მართვა, გეგმიური ინსპექტირება და ნაწილების ინჟინერის რეკომენდაციის მიხედვით ცვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროექტის დათქმულ ვადებში, უსაფრთხოდ ჩაბარებაში.