ინდუსტრიული პროექტების წარმატებით შესრულება პირველ რიგში საინჟინრო გამოწვევების სწორ შეფასებას ითხოვს. დღეს თითქმის ყველა გამოწვევისთვის შესაძლებელია შესაბამისი მექანიზმის შერჩევა – მთავარია წინა მოსამზადებელი სამუშაოები ყურადღებით ჩატარდეს.
ყოველი ინდუსტრიული ობიექტი ინდივიდუალურ საინჟინრო მიდგომას საჭიროებს – არ აქვს მნიშვნელობა, თუ კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს მსგავსი პროექტი. როგორაც არ უნდა ჰგავდეს ერთმანეთს, სიღრმისიეული ანალიზი აჩვენებს, რომ ყველა სამშენებლო მოედანი სხვადასხვა გამოწვევასთანაა დამოკიდებული.
ჩინური სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია BQ (Shenyang Baoquan) 2008 წლიდან აწვდის ბაზარს მაღალი ხარისხის, ბიუჯეტურ სპეც ტექნიკას. კომპანიის კატალოგი საკმაოდ ფართოა და სწორედ იმაზეა გათვლილი, ყველა ტიპის პროექტს მაქსიმალურად ზუსტად მოერგოს, იქნება ეს მასშტაბები, ტვირთამწეობა თუ წარმადობა.
მჭიდრო ურბანული განაშენიანების დაბრკოლებები: რა მიდგომას მოითხოვს შეზღუდული სამუშაო არეალი
მჭიდროდ განაშენიანებულ ადგილებში – მაგალითად, ქალაქის ცენტრებში და ინდუსტრიულ ზონებში – მუშაობისას ყველაზე დიდი გამოწვევა ტერიტორის სიმჭიდროვეა. მსგავს ლოკაციებზე მთავარი მეზობელ შენობებთან დისტანციის დაცვა და საჰაერო სივრცის კონტროლია, რადგან მცირე შეცდომამაც კი შესაძლოა არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანოს.
რადგან ამ ტიპის არეალზე პროცესის წარმატება ზუსტ ლოგისტიკურ გათვლებზეა დამოკიდებული, ინჟინრები ისეთ მექანიზმებს ირჩევენ, რომლებიც ვერტიკალურ სიბრტყეში მაქსიმალურად მოქნილად მოძრაობს. დღეს შეზღუდულ სივრცეებში ტვირთის გადასატანად ყველაზე პოპულარული არჩევანი დახრილ ისრიანი ამწეა. ამ ტიპის ამწის ისარს კუთხის მუდმივი ცვლილება შეუძლია, რის გამოც მოძრაობისას ტერიტორიას მნიშვნელოვნად ზოგავს.
თუ ძალიან დიდი მასშტაბის ან განსაკუთრებით რთულ რელიეფზე მიდის მუშობა, ხშირად რამდენიმე დანადგარი პარალელურ რეჟიმში მონტაჟდება. ასეთ დროს ირჩევენ მოდელებს, რომელსაც გადამკვეთი ხაზები და დამატებითი ბაგირები არ აქვს. ამ ტიპის დიზაინი აგრეგატების გადახლართვისა და შეჯახების საფრთხეს ამცირებს.
ასეთ პირობებში მუშაობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მექანიზმია უბაგირო კოშკურა ამწე, კონსტრუქციული სიმარტივე და მანევრულობა ერთდროულად რამდენიმე ამოცანას ჭრის. ამ ტიპის მექანიზმების საშუალებით სივრცის ეფექტური ათვისება ბევრად უფრო მარტივდება.
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურა და მაღალი დატვირთვა
წინა მაგალითისგან განსხვავებით, თუ ინდუსტრიული პროექტი გაშლილ, ცარიელ ადგილას შენდება, მაშინ მიდგომაც რადიკალურად განსხვავებულია საჭირო. ამ ტიპის სამშენებლო მოედანზე მთავარი ამოცანაა დიდი მოცულობის მასალებისა და მძიმე ინვენტარის შორ მანძილებზე მაქსიმალურად მოკლე დროში უსაფრთხო გადაადგილება. ასეთ ობიექტებზე, როგორც წესი, იყენებენ მძიმე ტექნიკას რომელსაც შეუძლია განსაკუთრებით კარგად გაუძლოს ინტენსიურ სამუშაო რეჟიმსა და მაღალ დატვირთვას.
მძიმე მასალების ზუსტად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისთვის დღესაც ყველაზე აქტუალური არჩევანი კლასიკური ბაგირიანი კოშკურა ამწეა. სტაბილურობისა და მაღალი ტვირთამწეობის გამო, ამ ტიპის მოდელები ღია სივრცეებში ეფექტურად მუშაობს და ფართო მოედნებისთვის მძლავრი საყრდენი ძალაა.

ვერტიკალური ლოგისტიკა და უსაფრთხოება
მაღალსართულიან შენობებზე მუშაობისას პერსონალისა თუ ინვენტარის დიდ სიმაღლეებზე ტრანსპორტირება დამატებით ლოგისტიკურ გამოწვევას ქმნის. სწორად შერჩეული აღჭურვილობა პირდაპირ აისახება სამუშაოს ტემპზე და მუშების უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.
ადამიანებისა თუ მასალების კომფორტულად გადასაადგილებლად ხშირად სპეციალურ სამშენებლო ლიფტს ამონტაჟებენ. მაგალითისთვის, კონკრეტულად ბიქიუს ლიფტს ორი დამოუკიდებელი კაბინა აქვს, რაც სართულებს შორის გადაადგილების პროცესებს ამარტივებს – პერსონალს თითქმის არასდროს უწევს ინვენტარსა და მასალებთან ერთ კაბინაში გადაადგილება. ასეთი ლიფტის გამოყენება ამცირებს საოპერაციო დროს და ამაღლებს მოედანზე პროდუქტიულობას.
სამშენებლო მოედანზე პროცესის უწყვეტი მიმდინარეობა და ტექნიკური ხარვეზებისგან დაზღვევა
ყველაზე გამძლე მოდელიც კი მაღალი დატვირთვის ფონზე ბუნებრივად ცვდება. ტექნიკის მოულოდნელი გაჩერებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე უკეთესი გამოსავალი რეგულარული ტექნიკური ინსპექციაა, რომლის ფარგლებშიც ინჟინრები სხვადასხვა დეტალის სიცოცხლისუნარიანობას ამოწმებენ, და, ხარვეზების შემთხვევაში, აღდგენა-ჩანაცვლებაზე გასცემენ რეკომენდაციებს. დღეს ინდუსტრიის სტანდარტი ტექნიკის 6 თვეში ერთხელ შემოწმებას ითვალისწინებს, თუმცა ბიქიუს გუნდი დიაგნოსტიკას თვეში ერთხელ ატარებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარვეზების საწყის ეტაპზე გამოვლენის შანსებს.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია მექანიზმების სწორი იდენტიფიცირება რელიეფის მიხედვით. იგივე წესი ვრცელდება ელექტროწყაროების სიმძლავრესა და ობიექტის მასშტაბებზე. თუ ყველა მექანიზმი გარემოს, გაბარიტებისა და სავარაუდო დატვირთვის შესაბამისად არაა შერჩეული, მაშინ მნიშვნელოვნად იზრდება დაზიანების, სწრაფი ცვეთის და ამწის გადაყირავების შანსებიც კი. ბიქიუს სამშენებლო ტექნიკის კატალოგი საკმაოდ მრავალფეროვანია და ამიტომ პროექტის შესაფერისი მოდელების შერჩევაც მარტივია. ამასთან კომპანია დეველოპერებს ამწის წინასწარი პროექტირების სერვისსაც სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ბიქიუს ინჟინრები შეისწავლიან სამშენებლო მოედანს და რეკომენდაციებს გასცემენ, რომელი კონკრეტული მოდელის გამოყენება იქნება ყველაზე მიზანშეწონილი.
24/7-ზე საინჟინრო მხარდაჭერა და დროული ტექნიკური სერვისი ინდუსტრიულ ობიექტებზე სტაბილურ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. BQ-ს ბიუჯეტური და ამავდროულად მძლავრი მექანიზმები თანამედროვე სამშენებლო პროცესების საიმედო საყრდენია. მთავარია ტექნიკის მიზნობრივად შერჩევა, რაც დიდწილად განსაზღვრავს პროცესის შეფერხებების გარეშე, სტაბილურად მსვლელობასა და დროულად დასრულებას.



