თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ლოგისტიკური პროცესებისა და ვადების სწორად მართვაზე.
მრავალსართულიან შენობებზე მუშაობისას პროცესებში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ობიექტზე დამონტაჟებული სამშენებლო ლიფტი. სამშენებლო ლიფტს – რომელსაც ზოგჯერ ამწე ლიფტსაც ეძახიან – პერსონალის, მასალებისა და მძიმე ინვენტარის სართულებს შორის უსაფრთხოდ და სწრაფად გადააადგილება ევალება.
სწორად შერჩეული ტექნიკა მაღალ სამუშაო ტემპს ადვილად ინარჩუნებს, მძიმე დიდი მოცულობის ტვირთი დროულად მიაქვს დანიშნულების წერტილებამდე და ნაკლებად განიცდის მექანიკურ შეფერხებებს.
ამ ბლოგში განვიხილავთ როგორ უნდა შევარჩიოთ ამწე ლიფტი ისე, რომ კონკრეტულ პროექტის საჭიროებებს მოერგოს და მის სწორად წარმართვას შეუწყოს ხელი..
ინფრასტრუქტურული პროექტების ლოჯისტიკა და ტვირთამწეობა
პირველი, რასაც დეველოპერები ყურადღებას აქცევენ მძიმე ტექნიკის შეძენისას – ფასია. პროექტის წარმატება ხშირად სწორედ ხარისხისა და ბიუჯეტის სწორ ბალანსზეა დამოკიდებული. ჩინური კომპანია BQ სწორედ იმითაა ცნობილი, რომ დღეს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბიუჯეტური მწარმოებელია. ბრენდი საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო ტექნიკას 2008 წლიდან ქმნის და დღეს მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.
ტვირთამწეობა სამშენებლო ლიფტის მოდელის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი BQ-ს მოდელი SC200/200-ია. ამ მოდელს ორი დამოუკიდებელი კაბინა აქვს. თითოეულის ტვირთამწეობა 2000 კილოგრამამდეა. ლიფტს ინვენტარისა და პერსონალის გადატანა ერთდროულად ისე შეუძლია, რომ არც ერთს შეუქმნას საფრთხე და არც მეორეს. 3-მეტრიანი სიგრძისა და 2.2-მეტრიანი სიმაღლის კაბინა საკმაოდ ხალვათია და გათვლილია იმაზე რომ არასტანდარტული ფორმისა და ზომის ინვენტარიც – მაგალითად, გრძელი მილები და თაბაშირ-მუყაოს ფილები – უპრობლემოდ გადაიტანოს.
პირველ რიგში დეველოპერმა ყურადღებით უნდა განსაზღვროს რა მასშტაბის ინვენტარის გადატანა მოუწევს ლიფტს, რა სიმაღლეებზე და რა სიხშირით. მოდელის გაბარიტები და სიმძლავრე სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს.
თანამედროვე სენსორული სისტემები, გამართული მოძრაობისა და უსაფრთხოებისთვის
მაღალ სართულებს შორის მოძრაობისას სიჩქარის პარალელურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოძრაობის სტაბილურობა და “სირბილე” (რამდენად დაცულია კაბინა ვიბრაციებისგან). სტანდარტულად, BQ-ს სამშენებლო ლიფტი წუთში 63 მეტრამდე სიჩქარეს ავითარებს. კაბინის გადაადგილების სტაბილურობას ცვლადი სიხშირის კონტროლერი არეგულირებს. სისტემა ძრავს ეტაპობრივად რთავს, ამიტომ ტექნიკა მოძრაობას მკვეთრი ბიძგების გარეშე იწყებს.
მექანიზმის კიდევ ერთი ნიშანდობლივი მახასიათებელია უკიდურესი წერტილების ზუსტი კონტროლი. ამაზე პასუხისმგებელია ელექტრომექანიკური Limit Switch. როდესაც კაბინა მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს, სენსორი ენერგიის მიწოდებას მყისიერად წყვეტს. ძრავის გათიშვა კაბინის ვარდნის რისკს გამორიცხავს.
ტექნიკური მხარდაჭერა, სათადარიგო ნაწილები და უსაფთხო ექსპლუატაციის ვადა
ინტენსიური დატვირთვის პირობებში ამწე ლიფტის ზოგიერთი დეტალი ბუნებრივად იცვითება. იმისთვის, რომ მექანიზმის მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლის რისკები შემცირდეს, საჭიროა სამშენებლო ლიფტის ნაწილების რეგულარული დიგანოსტიკა და დროული განახლება.
ეს უკანასკნელი ქართულ ბაზარზე ხშირად პრობლემა დგება. სტანდარტულად, როდესაც ესა თუ ის ელემენტი ჩასანაცვლებელია, საჭირო ხდება სათადარიგო ელემენტის საზღვარგარეთის საწყობიდან გამოწერა, შემდეგ კი ჩამოტანა-განბაჟების ლოდინი. BQ-ს შემთხვევაში დეველოპერს არ უწევს დამატებით ლოდინი, რადგან კომპანიამ საქართველოშივე მოაწყო ამწებისა და ლიფტების სათადარიგო ნაწილების საწყობი. ეს გარემოება ინჟინრებს საშუალებას აძლევს დაუყოვნებლივ დაიწყონ აღდგენა-რეკონსტრუქცია და ლიფტიც უმოკლეს ვადებში ბრუნდება სამშენებლო მოედანზე.
რადგან ქართული წარმომადგენლობა მწარმოებელ ქარხანასთან პირდაპირ თანამშრომლობს, ტექნიკური მომსახურებისას მხოლოდ მწარმოებლის ორიგინალი დეტალები გამოიყენება. ამასთან, BQ გეგმიურ ტექნიკურ ინსპექციას თვეში ერთხელ ატარებს, რათა ხარვეზები საწყის ეტაპზევე გამოავლინოს და ტექნიკის მძიმე დაზიანების რისკები მაქსიმალურად შეამციროს.
ინფრასტრუქტურული პროექტების სპეციფიკა მრავალფეროვანი აღჭურვილობის გამოყენებას ითხოვს. BQ-ს მძიმე ტექნიკა მედეგობით გამოირჩევა – კოშკურა ამწეები, ბეტონის გამანაწილებლები, სამშენებლო ლიფტები თუ საფასადე პლატფორმები გრძელვადიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი და სწორი მოვლის შემთხვევაში საინჟინრო პროცესებს ბევრად ამარტივებს.
ხარისხიანი მექანიზმების სწორად შერჩევა წარმატებული მშენებლობის საწინდარია. ოპტიმალური ტვირთამწეობის, გამოყენების ინტენსიურობისა და უსაფრთხოების მახასიათებლების ანალიზი დეველოპერს ეხმარება თავიდანვე სწორი მოდელი შეარჩიოს და პროცესები ზედმეტი ფინანსური რისკების გარეშე მართოს.



