კოშკურა ამწეების ტიპები

სამშენებლო პროექტის უპრობლემოდ წარმართვისთვის აუცილებელია მაღალი სიზუსტის ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენება. ამასთან, ოპტიმალური სამშენებლო ტექნიკის არჩევა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ინფრასტრუქტურული პროექტის მასშტაბი, რელიეფის თავისებურებები, ელექტროწყაროების სიმძლავრე, მიმდებარე განაშენიანება და ა.შ.

სხვადასხვა მახასიათებლის ობიექტისთვის სხვადასხვა ამწის მოდელია საჭირო, რომელიც კონკრეტული საინჟინრო ამოცანების გადაჭრას ემსახურება. ოპტიმალური ამწის შერჩევა დიდწილად განაპირობებს რამდენად უპრობლემოდ წარიმართება სამშენებლო პროცესი.

ამ ბლოგში განვიხილავთ თანამედროვე სამშენებლო ბაზარზე კოშკურა ამწის ოთხ ყველაზე გავრცელებულ ტიპს. კომპანია BQ ქართველ დეველოპერებს საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ მძიმე ტექნიკის დიდ არჩევანს სთავაზობს, მათ შორის ყველა ამ ტიპის ამწესა და მათ სათადარიგო ნაწილებს. ბრენდი ხარისხსა და ბიუჯეტურობას შორის ბალანსზე ამახვილებს ყურადღებას და ქმნის მექანიზმებს, რომლებიც ხანგრძლივ ექსპლუატაციაზეა გათვლილი. მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საუკეთესო ხარისხის ამწეც კი ვერ იქნება ეფექტური, თუ შეუსაბამო პროექტზე იყენებენ. 

ბაგირიანი კოშკურა ამწე

ბაგირიანი კოშკურა ამწის (Topkit Tower Crane) მთავარი სახასიათო დეტალი კლასიკური ჰორიზონტალური ისარია. ისარი ანძაზე ფიქსირდება. კონსტრუქციას ახასიათებს მოძრაობის მაღალი სიზუსტე. გამოიყენება ძირითადად მძიმე სამშენებლო მასალის, არმატურისა და ბეტონის ბლოკების დიდ სიმაღლეზეებზე გადასატანად.

ურბანული და ინდუსტრიული მშენებლობებისთვის გადამწყვეტი ფაქტორებია მაღალი ტვირთამწეობა და სტაბილურობა. ბაგირიანი კოშკურა ამწე სტანდარტული არჩევანია დიდი მოცულობის ობიექტებზე მუშაობისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში თუ რელიეფს განსაკუთრებული მიდგომა არ სჭირდება. მექანიზმის მთავარი უპირატესობა ისრის სიგრძე და დამოუკიდებლად (საყრდენის გარეშე) დგომის 30+ მეტრამდე სიმაღლეა. სწორად დაპროექტების შემთხვევაში, კონსტრუქციას კარგად უძლებს ინტენსიურ სამუშაო რეჟიმს და უპრობლემოდ ინარჩუნებს ბალანსს დატვირთვის ქვეშ მუშაობისას.

დახრილ ისრიანი კოშკურა ამწე

მჭიდროდ განაშენიანებულ გარემოში სტანდარტულ ჰორიზონტალურ ისარს ხშირად არ შეუძლია საკმარისად მოქნილად იმოძრაოს სივრცულ შეზღუდვების გამო. ასეთ პირობებში ოპტიმალურად ითვლება დახრილ ისრიანი კოშკურა ამწის (Luffing Tower Crane) გამოყენება. მექანიზმის მთავარი მახასიათებელი სწორედ ვერტიკალურ სიბრტყეში თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობაა.

ისრის კუთხის მუდმივი ცვლის შესაძლებლობა მეზობელი შენობების საჰაერო სივრცის დარღვევის რისკს თითქმის ნულამდე ამცირებს. დახრილ ისრიანი კოშკურა ამწე განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როცა ერთ მოედანზე რამდენიმე ამწე პარალელურად მუშაობს. მტკიცე ფოლადის კონსტრუქცია და ძლიერი ძრავები მძიმე მასალის მაღალი სიზუსტით, სრულიად უსაფრთხო გადატანაზეა გათვლილი.

უბაგირო კოშკურა ამწე

თუ პროექტის სპეციფიკა ამის საშუალებას იძლევა, თითქმის ყველა თანამედროვე დეველოპერი ირჩევს მოდელს, რომელსაც ზედა ნაწილში ბაგირები და კოშკის დამატებითი ელემენტები არ აქვთ. ასეთი დიზაინი მონტაჟსა და შემდგომ მანევრირებას ამარტივებს.

ბაგირების არარსებობა გამორიცხავს გადამკვეთი ხაზების ჩახლართვის ალბათობას. ეს დეველოპერს საშუალებას აძლევს რამდენიმე ამწე პარალელურად ამუშაოს, თან სხვადასხვა სიმაღლეზე შეასრულოს საჭირო სამუშაეობი. თანამედროვე უბაგირო კოშკურა ამწე (Topless Tower Crane) ყველაზე ხშირად მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რაიონებში გვხვდება, რადგან სივრცის მაქსიმალურად ათვისებას უწყობს ხელს. ტექნიკა აღჭურვილია მბრუნავი სისტემითა და ურიკის მექანიზმით, რომლებიც ტვირთის გადატანისას წარმოქმნილ რყევებს ასტაბილურებს.

დერიკ-ამწე

დერიკ ამწე სტაციონარული მექანიზმია, რომელსაც ინჟინრები ფიქსირებულ საძირკველზე ან პირდაპირ შენობის სახურავზე ამაგრებენ. პლატფორმაზე განლაგებული მართვის სისტემების ხარჯზე აგრეგატი განსაკუთრებით მდგრადია, რის გამოც მძიმე და ფაქიზი ტვირთის გადატანისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად ითვლება.

მოდულური დიზაინი დანადგარის აწყობას შენობის სახურავზე ამარტივებს. დერიკ ამწე (Derrick Crane) ხშირად დიდი გაბარიტების კოშკურა ამწეების დემონტაჟისთვის გამოიყენება. თანამედროვე მოდელებში ინტეგრირებული ინვერტორები ვიბრაციის დონეს მინიმუმამდე ამცირებს, რაც დელიკატური ტვირთის სტაბილურად, რყევების გარეშე გადატანის საშუალებას იძლევა. ჩაშენებული სენსორები კი კრიტიკულ მომენტში მუშაობას ავტომატურად აჩერებს, რაც გადატვირთვის რისკს გამორიცხავს.

თითოეული თანამედროვე კოშკურა ამწის ტიპი ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევა და კონკრეტულ დანიშნულებებს ემსახურება. ის, რაც ოპტიმალურია ერთი პროექტისთვის, შეიძლება საერთოდ ვერ მოერგოს მეორეს. საუკეთესო მოდელის შერჩევა ჯერ კონკრეტული ობიექტის სიღრმისეულ ტექნიკურ ანალიზს მოითხოვს.

სწორად შერჩეული აღჭურვილობა დიდ როლს თამაშობს მშენებლობის პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში. ტექნიკური პარამეტრების პროფესიული შეფასება, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინება და ამწის წინასწარი პროექტირება აუცილებელი ნაბიჯებია საუკეთესო მოდელის შესარჩევად.