როგორ შევარჩიოთ ამწე სამშენებლო მოედნის სპეციფიკის მიხედვით

გრძელვადიან პერიოდში სამშენებლო ობიექტის ეფექტური მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, პროექტის დასაწყისისთვის რამდენად სწორად შეირჩა მძიმე ტექნიკია. თითოეული პროექტი ინდივიდუალურ საინჟინრო მიდგომას მოითხოვს. მით უმეტეს არსებულ რეალობაში, როდესაც ბაზარზე ტექნიკის დიდი მრავალფეროვნებაა. 

სწორი ამწეების შერჩევა პირველ რიგში პერფორმანსსა და ფასს შორის ოპტიმალური ბალანსის პოვნას მოითხოვს. რა დატვირთვით უნდა იმუშაოს ამწემ? რა მასშტაბის ობიექტზეა საუბარი? ზოგი პროექტისთვის საჭიროა დიდი წინასწარი ინვესტიცია, რადგან ეკონომიურმა მოდელმა შესაძლოა უბრალოდ ვერ აიტანოს ვადებით გათვლილი დატვირთვა. ზოგი ობიექტი კი, პირიქით, უბრალოდ არ მოითხოვს იმ ხარჯებს, რაც მაღალი დატვირთვის ამწეს სჭირდება. 

ჩინური მწარმოებელი კომპანია BQ (Shenyang Baoquan) 2008 წლიდან აწარმოებს ამწეებს, რომლებიც სწორედ ხარისხისა და ბიუჯეტის დაბალანსებაზეა გათვლილი. ბრენდი უკვე თითქმის ორი ათწლეულია ინარჩუნებს სანდო პარტნიორის სტატუსს და ბაზარს თანამედროვე მშენებლობის მოთხოვნებზე ორიენტირებულ ტექნიკას აწვდის.

მჭიდროდ განაშენიანებული ურბანული გარემო

ქალაქის ცენტრალურ უბნებში სამშენებლო პროცესი მკაცრად შეზღუდულ სივრცეში მიმდინარეობს. მსგავს ვითარებაში ტექნიკა აუცილებლად უნდა იცავდეს მეზობელ შენობებთან ოპტიმალურ დაშორებასა და არ არღვევდეს არსებული განაშენიანების საჰაერო სივრცეს. ამ ამოცანას დღესდღეობით ყველაზე ეფექტურად სტანდარტული დახრილ ისრიანი ამწე ასრულებს. ტექნიკის მთავარი მახასიათებელია მოქნილი მოძრავი ისარი, რომელიც ვერტიკალურ სიბრტყეში თავისუფლად მუშაობს. ის ტვირთს მინიმალურ რადიუსზე იღებს და დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ გადააქვს.

მცირე ფართობზე მუშაობისას შესაძლოა პრაქტიკული ალტერნატივა იყოს უბაგირო კოშკურა ამწეც. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამწეების ტიპები მკვეთრად განსხვავდება ტვირთამწეობისა და გაბარიტების მიხედვით. ბაგირების არარსებობა ოპტიმალურია იმ მხრივ, რომ არ არსებობს გადამკვეთი ხაზების ჩახლართვის საფრთხე. ეს დეტალი რამდენიმე დანადგარის პარალელურ მუშაობას ამარტივებს და სამუშაოს შესრულების ტემპს ზრდის. თუმცა რომელი მოდელი იქნება უფრო ეფექტური კონკრეტული სამუშაო მოედნისთვის სხვა მრავალ ფაქტორზეცაა დამოკიდებული და ზუსტად უკვე ექსპერტული ამწის პროექტირების საფუძველზე დგინდება.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები

ფართო სამშენებლო მოედნებზე უპირველესი ამოცანა მძიმე მასალების დიდ რადიუსზე მაქსიმალურად სწრაფად გადაადგილებაა. მსგავს პირობებში კლასიკური ბაგირიანი კოშკურა ამწე დღესაც საუკეთესო ვარიანტად ითვლება. ასეთი მოდელის ჰორიზონტალური ისარი პირდაპირ ანძას ეყრდნობა. ეს კონსტრუქციული მახასიათებელი დიდი რაოდენობით მძიმე მასალის (მაგ. ბეტონის ბლოკების) ზუსტად გადატანას აჩქარებს. მძლავრი მოდელები აუცილებელი ინვესტიციაა, რადგან დეველოპერებს მასშტაბური ტერიტორიების მოკლე დროში ათვისების საშუალებას აძლევს.

თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უწყვეტი ფუნქციონირებისას ნებისმიერი, ყველაზე გამძლე ამწეც კი, უფრო მაღალი სისწრაფით ცვდება. ხდება ისეც, რომ ტექნიკა ჩერდება, რასაც დეველოპერი ხშირად უხარისხო წარმოებას აბრალებს. რეალურად კი, ტექნიკური ხარვეზი ხშირად უბრალოდ მაღალი დატვირთვის ფონზე ცვეთის ნიშანია. მძიმე ტექნიკის გაჩერების (და მასთან დაკავშირებული პოტენციური ფინანსური ზარალის) რისკის კონტროლი დღეს საკმაოდ მარტივია. საჭიროა რეგულარული ტექნიკური დიაგნოსტიკა ცალკეული დეტალების გამართულობის შესამოწმებლად. BQ-ს გუნდი, მაგალითად, ინსპექციას თვეში ერთხელ ატარებს (ცნობისთვის, ინდუსტრიის სტანდარტი 6 თვეა). ეს მიდგომა მოულოდნელ ტექნიკურ ხარვეზებს თითქმის სრულად გამორიცხავს.

მაღალსართულიანი მშენებლობა და ვერტიკალური ლოჯისტიკა

მრავალსართულიანი შენობების აგებისას ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური გამოწვევა პერსონალისა და ინვენტარის დიდ სიმაღლეებზე სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილება. დღესდღეობით სტანდარტია ობიექტზე სპეციალური სამშენებლო ლიფტის მონტაჟი. ამგვარი ლიფტი ორი დამოუკიდებელი კაბინისგან შედგება. ინარჩუნებს მოძრაობისას მაქსიმალურ სირბილეს (აქვს მინიმალური ვიბრაცია). შეუძლია ერთდროულად ადამიანებისა და მძიმე ტვირთის კომფორტულად გადატანა უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. 

მაღალი სამუშაო ტემპისას უსაფრთხოების შენარჩუნება პირდაპირ აისახება ობიექტის ჩაბარების ვადებზე. BQ-ს ლიფტის გამძლე კონსტრუქცია და მაღალი ტვირთამწეობა მიმართულია მშენებლებს ყოველდღიური პროცესების ოპტიმიზაციაში დაეხმაროს. 

მაღალსართულიანი პროექტის კიდევ ერთი გამოწვევაა დასრულებისას დიდი ზომის კოშკურა ამწეების სწრაფი და უსაფრთხო დემონტაჟი. დღეს ყველაზე ოპტიმალურ მიდგომად შენობის სახურავზე სპეციალური კომპაქტური დერიკ-ამწის დამაგრება ითვლება. დერიკ-ამწის შიდა სისტემებში ინტეგრირებული ინვერტორები ტვირთს ყოველგვარი ვიბრაციის გარეშე, რბილად გადააადგილებს. მოდულური დიზაინი კი კომპონენტების უშუალოდ ადგილზე, მაღალსართულიანი ობიექტის სახურავზე, აწყობის პროცესს აადვილებს. 

საფასადე სამუშაოები და ექსტერიერის მოწყობილობა

კიდევ ერთი ამწის ტიპი, რომელიც თანამედროვე მრავალსართულიანი ობიექტის მშენებლობისას აუცილებელია საფასადე პლატფორმაა. მოძრავი კალათა მუშებს შენობის ფასადზე თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს მოსაპირკეთებელი სამუშაოების მიმდინარეობისას. კომპანია BQ დეველოპერებს საფასადე პლატფორმების ფართო არჩევანს სთავაზობს, რომლებიც განსახვავდება სიგრძით, მოცულობითა და წონით. ობიექტის მასშტაბების შესაფერისი მოდელის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ზედმეტ ხარჯებს. 

ალუმინის, ფოლადის ან თუთიის კონსტრუქციები კოროზიის მიმართ განსაკუთრებით მედეგია. გამძლე მასალა კარგად უძლებს რთულ კლიმატურ პირობებს და პლატფორმის ექსპლუატაციის ვადას ახანგრძლივებს. 

მშენებლობის დაგეგმვისას შესაბამისი ტექნიკის მოდელების სწორი იდენტიფიცირება სამუშაოების თანმდევლ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. დღეს BQ-ს ამწეები სამართლიანად ითვლება ბიუჯეტურობისა და მაღალი ხარისხის საუკეთესო ბალანსად. ეკონომიური და ამავდროულად მძლავრი მექანიზმები თანამედროვე მშენებლობის საიმედო საყრდენია. 

გამართული საინჟინრო მხარდაჭერა და დროული ტექნიკური სერვისი ობიექტზე სტაბილურ სამუშაო გარემოს ინარჩუნებს. ოპტიმალური ტექნიკის მიზნობრივი შერჩევით დეველოპერი ზოგავს დროს და უფრო ადვილად იცავს გაწერილ ბიუჯეტს. BQ-სთან ერთად პროექტი მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით, ზედმეტი ფინანსური დანაკარგებისა და გაუთვალისწინებელი შეფერხებების გარეშე სრულდება.