რომელი სამშენებლო ლიფტის ნაწილი საჭიროებს ყველაზე ხშირ შემოწმებას?

მაღალსართულიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მუშებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილებაა. მზიდავი ტექნიკა საკმაოდ ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებს. მაღალი დატვირთვა კი, ბუნებრივია ცალკეული ელემენტების ცვეთის პროცესს აჩქარებს. 

ეს რისკი ყველა ტიპის სამშენებლო ტექნიკაზე ვრცელდება – მაგრამ სამშენებლო ლიფტის შემთხვევაში განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან მას ტვირთთან ერთად ადამიანებიც გადაჰყავს. 

აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ხარისხიანია სამშენებლო ლიფტი, მით უფრო ხანგრძლივადაა შესაძლებელი მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია. მაგრამ ყველაზე გამძლე სამშენებლო ლიფტის ნაწილებიც კი დროთა განმავლობაში ცვდება. კომპანია BQ, მაგალითად, ცნობილია სწორედ იმით რომ ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს უმაღლესი ხარისხის, კოროზიასთან მედეგი მეტალისგან ამზადებს. მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტორს, რომ მუდმივი მექანიკური წნეხის ქვეშ ყველაზე გამძლე დეტალებიც კი დროთა განმავლობაში გაცვდება და ჩანაცვლება დასჭირდება.

ამ ბლოგში განვიხილავთ სწორედ იმ დეტალებს, რომლებიც მუშაობის პროცესში ყველაზე დიდ ფიზიკურ დატვირთვას იღებს. საინჟინრო გუნდი ამ დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტექნიკური ინსპექციის ჩატარებისას.

ლითონის ბაგირი (ტროსი)

ლითონის ბაგირი მუშაობის პროცესში ყველაზე მეტად იტვირთება და უდიდეს ძალას უძლებს. ის საკუთარ თავზე იღებს კაბინის, ხალხისა და გადასაზიდი სამშენებლო მასალის სრულ წონას. 

BQ-ს ტროსების S/Z lay ტიპის დაწვნა ზრდის გამძლეობას და აბალანსებს მაღალ დატვირთვას, ხოლო სპეციალური გალვანიზებული საფარი იცავს ბაგირს კოროზიისგან. მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მუდმივი ხახუნი და მძიმე წონის წნეხი ლითონის ძაფებს დროთა განმავლობაში ცვეთს.

ბაგირის გაწყვეტის რისკის კონტროლისთვის საჭიროა რეგულარული საინჟინრო ინსპექცია. ინჟინრები ამოწმებენ ცალკეული სამშენებლო ლიფტის ნაწილების სტრუქტურულ მთლიანობას, აკონტროლებენ ტროსებზე მიკრობზარების ხარისხს და გასცემენ რეკომენდაციას ჩანაცვლებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის საფუძველზე. 

უსაფრთხოების ჩამრთველი (GJJ AC Limit Switch)

GJJ AC Limit Switch მაღალი სიზუსტის ელექტრომექანიკური მოწყობილობაა, რომელიც სენსორულად აკონტროლებს კაბინის მოძრაობის უკიდურეს წერტილებს. ის მექანიზმის უსაფრთხოების სისტემაში მთავარ როლს ასრულებს.

ჩამრთველი პასუხისმგებელია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე, როდესაც კაბინა დასაშვებ მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს. სენსორი ასევე რეაგირებს ქვედა კრიტიკულ ნიშნულზეც. საშიშროების დროს ის დაუყოვნებლივ თიშავს ძრავს და ბლოკავს შემდგომ მოძრაობას. 

მექანიზმი ორმხრივი დარტყმის ქვეშაა: მას ცვითავს, როგორც მუდმივი ფიზიკური ხახუნი, ისე ელექტრული დატვირთვა. შესაძლოა ყველა ფიზიკური ნაწილი სრულად გამართულად მუშაობდეს, მაგრამ სენსორი დაზიანდეს – ან, პირიქით. ამიტომ სპეციალისტები ჩამრთველს სისტემატურად ამოწმებენ, რათა დარწმუნდნენ რომ მექანიზმი გადატვირთვისგან – ფიზიკური თუ ელექტრონული – საიმედოდ დაცულია.

ელექტროძრავი

მოძრაობის კიდევ ერთი საკვანძო ელემენტი მძლავრი ელექტროძრავია. სწორედ ელექტროძრავი კრავს ერთიან მექანიკურ ჯაჭვს და პასუხისმგებელია მთლიანი სისტემის მუშაობაზე, კაბინის სტაბილური გადაადგილების ჩათვლიოთ. 

ინტენსიური რეჟიმის პირობებში ჩნდება ძრავის გადახურების საშიშროება. ის ასევე მგრძნობიარე რჩება ძაბვის მკვეთრი ცვალებადობის მიმართ, რამაც სისტემას შეიძლება პრობლემები შეუქმნას. 

აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც ტროსების პირობებში, ეს, როგორც წესი ხარისხის ბრალი არაა. კონრეტულად BQ-ს მძიმე ტექნიკა ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით იქმნება. მაგრამ ვერანაირი მასალა ვერ იცავს ელექტროძრავს ბუნებრივი პირობებისგან. ხშირი გამოყენება, დიდი სიმძიმის ტვირთი, ელექტროწყაროს თავისებურებები – ეს ყველა სამშენებლო მოედნის რეალობაა და ტექნიკაც შესაბამისად ცვდება.

ერთადერთი, რაც ლიფტის გაჩერების ალბათობას შეამცირებს ძრავის რეგულარული დიაგნოსტიკაა. სისტემატური ინსპექცია ხარვეზებს საწყის ეტაპზევე ავლენენ და დროულად გამოსწორების საშუალებას იძლევა.

სამუხრუჭე სისტემა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც მაღალი ფიზიკური წნეხის ქვეშაა, სამუხრუჭე სისტემაა. მისი მთავარი ფუნქცია მოძრავი კაბინის დროულად გაჩერება და სასურველ ნიშნულზე საიმედო ფიქსაციაა. 

სამუხრუჭე სისტემის შემადგენელი დეტალია სპეციალური ხუნდები, რომელიც მუშაობისას მექანიზმს მჭიდროდ ეხახუნება. ფიზიკური კონტაქტის გამო ხარისხიანი ხუნდებიც კი სხვა მექანიზმებთან შედარებით სწრაფად დეგრადირდება. ხუნდების ცვეთის ხარისხის კონტროლი აუცილებელია ავარიების თავიდან ასაცილებლად. ამწე ლიფტის ნაწილების შემოწმებისას გამოცდილი ინჟინრები ხშირად მუხრუჭების მდგომარეობის სიღრმისეულ შემოწმებას აპრიორიტეტებენ, რადგან იციან – შესაძლო ხარვეზების შანსი შედარებით მაღალია.

დეტალური დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების დროული ჩანაცვლება დიდ როლს თამაშობს მშენებლობის სტაბილურ წარმართვაში. მაღალი დატვირთვის პირობებში მექანიზმები ბუნებრივად ცვდება. ეს ნორმალურია. მთავარია ტექნიკური ხარვეზები დროულად გამოვლინდეს და დაზიანებული ნაწილები დროულად ჩანაცვლდეს. ეს პრაქტიკა დიდწილად განსაზღვრავს რამდენად მაღალია შანსი სამშენებლო პროექტი დათქმულ ვადებში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე დასრულდეს.