რატომ არის კრიტიკული ორიგინალი ამწის სათადარიგო ნაწილების გამოყენება?

სამშენებლო მოედანზე პროცესების შეუფერხებელი სვლა მძიმე ტექნიკის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. კოშკურა ამწეები ყოველდღიურად უზარმაზარი დატვირთვის ქვეშაა. ეს, ბუნებრივია, დროთა განმავლობაში მექანიზმის ცვეთას იწვევს. 

ცალკეული დეტალები – ტროსები, მუხრუჭები, ძრავები – ცვეთისადმი უფრო მოწყვლადია. დატვირთვის წნეხს პირველად სწორედ ამ დეტალებში ჩნდება. ამიტომ სპეც ტექნიკის წარმატებული ხანგრძლივი ექსპლუატაცია ხშირად სწორედ რეგულარულ ინსპექციაზე და ამ დეტალების დროულ ჩანაცვლებაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევებში, როცა დეტალები ხარისხიანი, ორიგინალი ბრენდის სათადარიგო ნაწილებით ნაცვლდება, თითქმის 100%-ია შანსი ამწემ მუშაობა ყველანაირი შეფერხების გარეშე გააგრძელოს. მეტიც, დეტალების დროული ცვლილება აღჭურვილობის სიცოცხლისუნარიანობას ზრდის. 

ინტენსიური სამუშაო გრაფიკის დროს სამშენებლო ტექნიკის სტაბილურობა კრიტიკული ფაქტორია. მცირე შეფერხებასაც კი შეუძლია სულ მცირე მთლიან სამუშაო ჯაჭვი გააჩეროს, უარეს შემთხვევებში კი უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს.

სამწუხაროდ, იმის გამო რომ ხარისხიანი ტექნიკა ძვირია, ინდუსტრიაში საკმაოდ მაღალია გაცვეთილი კომპონენტების არაორიგინალი ქარხნული წარმოების, იაფფასიანი ალტერნატივებით ჩანაცვლების ცდუნება. ეს სათადარიგო დეტალები ხშირად ვიზუალურად ორიგინალის იდენტურია და საბაზო პარამეტრებითაც ჰგავს – მაგრამ იშვითად თუ შეუძლია იმავე დატვირთვის შესაბამისად ატანა და, როგორც წესი, ბევრად უფრო სწრაფად ცვდება. არაორიგინალი დეტალები მექანიკური გაუმართაობისა და უსაფრთხოების რისკებს მკვეთრად ზრდის. 

დაზიანებული თუ გაცვეთილი დეტალების ორიგინალი ქარხნული წარმოების სათადარიგო ნაწილებით ჩანაცვლება დღეს ერთადერთი გარანტიაა, რომ აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების შემდეგ ამწე იმავე სტანდარტებით განაგრძობს მუშაობას.

თუმცა ბიუჯეტური აუცილებლად უხარისხოს ნამდვილად არ ნიშნავს. მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტებსა და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველთვის სრულად პასუხობს კომპანია BQ, რომელიც სწორედ ბიუჯეტურ სეგმენტში ოპერირებს. ბრენდი უკვე თითქმის ორი ათწლეულია უმაღლესი სტანდარტის სამშენებლო ტექნიკას ქმნის და 20+ მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ხშირად, ბიქიუს ნაწილების ფასი დიდად არ განსხვავდება არაბრენდული ალტერნატივებისგან. მაგრამ ქარხნული ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენება გამორიცხავს სისტემურ შეუთავსებლობას და ახანგრძლივებს ტექნიკის ექსპლუატაციის ვადებს.

როგორც ზევით ვახსენეთ, ერთ-ერთი მექანიკური ნაწილი, რომელზეც განსაკუთრებით მაღალია დატვირთვა ლითონის ბაგირი, იგივე ტროსია. ბიქიუს ტროსი კოროზიისადმი განსაკუთრებით მედეგია გალვანიზებული საფარის გამო, სპეციფიკური დაწვნის ტექნიკა კი მას მაღალი წონის დაბალანსებაში ეხმარება. მსგავსი მოწყვლადი დეტალებია ამწევი მექანიზმის შკივები და სამუხრუჭე ხუნდები, რომელიც მუდმივი ხახუნის პირობებში მუშაობს. ფოლადის კონსტრუქციების, ბლოკებისა და სხვა მასალების ტრანსპორტირებისას რისკი ბევრად იზრდება როგორც კი მათი ცვეთა გარკვეულ დონეს აღწევს. დროული შეცვლა ქარხნული სათადარიგო ნაწილებით მექანიზმის მოძრაობის სტაბილურობაზე, სირბილესა და უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება.

თანამედროვე ტექნიკა მექანიკური ნაწილების გარდა რთულ ელექტრონულ სისტემებს იყენებს. დღეს კოშკურა ამწის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი ენკოდერია. ელექტრონული მოწყობილობა ფიზიკურ მოძრაობას ციფრულ სიგნალად გარდაქმნის და სისტემას მექანიზმის ზუსტი მდებარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. სწორედ გამართული სენსორული სისტემების დამსახურებაა, რომ BQ-ს ამწეები ობიექტზე მაქსიმალური სიზუსტით და უსაფრთხოდ მუშაობს. 

მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ელექტრონული კომპონენტები გარემო პირობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, მუდმივი ვიბრაცია და სამშენებლო მტვერი ენკოდერის მგრძნობელობას დროთა განმავლობაში ამცირებს. გაცვეთილი ან დაზიანებული სენსორი კი ტვირთის არასწორი პოზიციონირების მიზეზი შეიძლება გახდეს. ენკოდერის არაქარხნული ალტერნატივით ჩანაცვლებისას მაღალია რისკი დაირღვეს სისტემის სინქრონული მუშაობა და გაიზარდოს ავარიული სიტუაციების ალბათობა. სენსორული გადახრები ნიშნავს, რომ ტვირთის უსაფრთხო გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი გახდება.

ამწის ტექნიკური ხარვეზების თავიდან ასაცილების ერთადერთი დროით დაცდილი გზა რეგულარული ინსპექციაა. გრაფიკით გაწერილი სისტემატური შემოწმება ინჟინრებს საშუალებას აძლევს ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინონ გაცვეთილი ტროსი თუ დაზიანებული სენსორი. ბიქიუს გუნდი გეგმიურ ინსპექციას თვეში ერთხელ ატარებს. ამასთან, აღმოჩენილი ხარვეზების დროული გამოსწორება გაცილებით უფრო სწრაფად ხდება, რადგან კომპანიას საქართველოშივე აქვს მოწყობილი ამწის სათადარიგო ნაწილების საწყობი – საჭირო დეტალის გამოწერა-ჩამოსვლის ლოდინი არ არის საჭირო. მიდგომა გათვლილია უზრუნველყოს ამწის სამშენებლო მოედანზე უმოკლეს დროში დაბრუნება.

ინფრასტრუქტურული პროექტის დათქმულ ვადებში დასრულება სწორედ სპეც ტექნიკის სტაბილურობაზე დგას. დაზიანებული დეტალების ორიგინალი ქარხნული წარმოების ამწის სათადარიგო ნაწილებით ჩანაცვლება ობიექტზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და სამუშაო ტემპის შენარჩუნებაზე პირდაპირ აისახება. დეტალების გეგმიური განახლება ფინანსურ დანაკარგებსაც ამცირებს და ამწის რესურსებსაც ზრდის.