როგორ ავიცილოთ თავიდან ინციდენტები სამშენებლო მოედანზე კოშკურა ამწესთან მუშაობისას

მასშტაბური სამშენებლო პროცესების მართვას, ჯერ კიდევ პროექტის დაწყებამდე მაღალი სიზუსტის საინჟინრო კვლევა სჭირდება. ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ინციდენტების პრევენცია პირდაპირ უკავშირდება სწორად შერჩეულ ტექნიკას. 

ხშირად პროექტის დაგეგმვისას ინჟინრები ყურადღებას ტექნიკის ხარისხზე ამახვილებენ, დეველოპერები კი ბიუჯეტზე, რაც ზოგჯერ კონფლიქტის მიზეზი ხდება. კომპანია BQ სწორედ, ხარისხისა და ფასის ოპტიმალურ ბალანსზე აკეთებს აქცენტს. ბრენდმა მძიმე ტექნიკის წარმოება 2008 წელს დაიწყო და დღეს უკვე სწორედ ამ სპეციფიკური ნიშის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, რომელიც ბაზარს აწვდის უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ტექნიკას ხელმისაწვდომ ფასად. 

ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ ავირიდოთ თავიდან, ამწეების არასწორი გამოყენებით გამოწვეული, ხუთი ყველაზე გავრცელებული ინციდენტი.

სტრუქტურული დაზიანება და გადახრა/გადატვირთვა

კოშკურა ამწის ჩამოშლის ყველაზე ხშირი მიზეზი დასაშვები წონის გადაჭარბებაა. საზიდი ტვირთის მოცულობა ყოველთვის, წინასწარ დადგენილ ფარგლებში უნდა იყოს, რადგან, ზედმეტი წონის აწევა იწვევს ამწის დაზიანებას.

რისკების სამართავად სპეციალისტები დატვირთვის ინდიკატორებსა და შემზღუდველ მოწყობილობებს (Load Moment Limiting (LML) Device) იყენებენ. ოპერატორი დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს არა მხოლოდ ამწეს, არამედ შემზღუდველის გამართულობასაც. დატვირთვის ინდიკატორი ტვირთის წონას კი აწევამდე ზუსტად საზღვრავს, ხოლო შემზღუდველი კი აწვდის განგაშის სიგნალებს, თუ ზედმეტი წონა დააფიქსირა.

პროექტის წარმატებისთვის აუცილებელია სპეციფიკის შესაბამისი დატვირთვის მექანიზმის შერჩევა. ბაზარზე წარმოდგენილი მოდელების ტვირთამწეობა განსხვავდება ერთმანეთისგან და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ისაა, რომელიც ზუსტად ერგება პროექტის სპეციფიკას. მჭიდრო ურბანულ გარემოზე გათვლილ ამწეს არ აქვს ისეთი მაღალი ტვირთამწეობა, როგორც ფართო ინფრასტრუქტურულ გარემოზე გათვლილს. ეს დეტალი პროექტის ავტორებმა დაგეგმვის ეტაპზევე უნდა გაითვალისწინონ და მშენებლობის რეალისტური ვადებიც შესაბამისად დაადგინონ.

საძირკვლის ან გრუნტის უკმარისობით გამოწვეული ჩამოშლა 

კომპეტენტური ინჟინერი კოშკურა ამწის მონტაჟამდე, აპროექტებს სტრუქტურულ საყრდენს და საძირკველს. ამწის ფუძის მოწყობისას აუცილებელია, კონკრეტული მწარმოებლის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. თითქმის იდენტურ მოდელებსაც კი შეიძლება ძირეულად სხვადასხვა მიდგომა სჭირდებოდეს. სამუშაოების დაწყებამდე სპეციალისტები ატარებენ გეოტექნიკურ შემოწმებას და ანგარიშობენ ფუძის დატვირთვას. დამატებით, საძირკველი დამოუკიდებელმა ექსპერტმაც უნდა შეამოწმოს. 

ეს ნაბიჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გრუნტის სავარაუდო დატვირთვის მაქსიმალურად ზუსტად გასათვლელად. თუ გრუნტი არაა საკმარისად მყარი იმისთვის, რომ მასიური და გაბარიტული მოდელი სტაბილურად დამონტაჟდეს, მაშინ, სამშენებლო გარემოს, მიმდებარე განაშენიანებასა და საჰაერო სივრცეს, აღარ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე ხარისხიანი სამშენებლო ტექნიკაც კი, ვერ შეძლებს სტაბილურად იმუშაოს, თუ მის ქვეშ გრუნტის ჩაჭრის რისკი არსებობს.

ამწეების ერთმანეთთან შეჯახება გადამფარავ ზონებში 

თუ მოედანზე რამდენიმე ამწე პარალელურად მუშაობს, უსაფრთხოება კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს. თუ ერთი მექანიზმის სამუშაო ზონა მეორის ზონაში იჭრება, მაშინ უფრო მაღალი ამწის ყველაზე დაბალ წერტილსა და დაბალი ამწის უმაღლეს წერტილს მინიმუმ, სამი მეტრი უნდა აშორებდეს. ინჟინრებმა გადაფარვის ზონის საზღვრები,  მუშაობის დაწყებამდე მკაფიოდ უნდა მონიშნონ. დღესდღეობით, თანამედროვე ობიექტებზე შეჯახების რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, ზონის შემზღუდველ სისტემებს იყენებენ.

მსგავსი პროექტის პირობებში ხშირად, დამხმარე ფაქტორია ბაგირების არარსებობა. ხშირად დეველოპერებს ურჩევენ ინვესტიცია ჩადონ სპეციალურ უბაგირო კოშკურა ამწეებში, რადგან ეს მოდელები, ამარტივებს პარალელურ ასეთ დროს მოძრაობას,  გადამკვეთი ხაზების ჩახლართვის საფრთხე არ არსებობს და სივრცის სრულად ათვისებაც ნაკლებად სარისკოა.

ელექტროგადამცემ ხაზთან დაუცველი კონტაქტი

ელექტროგადამცემ ხაზებთან სიახლოვე მაღალი რისკის მატარებელია. უსაფრთხოების წესების მიხედვით, მუშაობისას საჭიროა მინიმალური უსაფრთხო მანძილის დაცვა. 50 კილოვოლტამდე ხაზებისთვის, ეს მანძილი დაახლოებით სამი მეტრია. სამუშაოების დაწყებამდე ქსელის მფლობელმა უნდა დაადასტუროს ხაზის გათიშვა. ხშირად სამშენებლო ობიექტზე სპეციალური დამკვირვებელიც ინიშნება, ხოლო კაბინაში თავსდება გამაფრთხილებელი ნიშნები.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, როგორც წესი ბაგირიან კოშკურა ამწეებს იყენებენ. კლასიკურ მექანიზმებს მძლავრი ძრავები და მტკიცე ფოლადის კონსტრუქცია აქვს, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას უძლებს. 

ბაგირიანი კოშკურა ამწის ელექტროგადამცემ ხაზთან კონტაქტის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე დახრილ ისრიან ან უბაგირო ამწესთან. ამ მოდელებს უფრო მაღალი მანევრირების საშუალება აქვს და ნაკლები დეტალი, რომელიც ხაზთან კონტაქტში შეიძლება მოვიდეს (საუბარია, ისრის მაღალ მოქნილობასა და ბაგირების არარსებობაზე). ამ ტიპის ამწეების გამოყენებისას, ოპერატორს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ელექტროგადამცემ ხაზების სიახლოვეს.

ტვირთის ჩამოვარდნა არასწორი დამაგრების გამო

ტვირთის აწევამდე სპეციალისტი წინასწარ ამოწმებს ყველა მახარისხებელ დეტალს და კაუჭს. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დეტალი ექსპლუატაციიდან დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. თითოეული დამაკავშირებელი ელემენტი საკვანძო როლს ასრულებს ამწის დატვირთვის ლიმიტის განსაზღვრისას. ყველაზე მცირე დახარვეზებაც კი, მნიშვნელოვნად ამცირებს, ამწის მიერ ტვირთის უსაფრთხოდ აწევის შანსებს.

ექსპერტული საინჟინრო მხარდაჭერა და დროული სერვისი, სამშენებლო ობიექტზე ქმნის სტაბილურ გარემოს. უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სამშენებლო ტექნიკისთვის რეგულარული ინსპექციის ჩატარება და, რაც მთავარია, პროექტის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მექანიზმები,  გრძელვადიან პერიოდში აუცილებელი ინვესტიციაა. ამგვარი მიდგომები უზრუნველყოფს, სამშენებლო პროცესის განსაზღვრულ ვადებში შეუფერხებელად დასრულებას.