რა ტიპის BQ-ს სამშენებლო ტექნიკაა საჭირო საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობისას

საცხოვრებელი კომპლექსების აშენება მრავალეტაპიანი და რთული პროცესია. შენობებს, რომლებიც ადამიანების დიდი რაოდენობის გრძელვადიან რეზიდენციაზეა გათვლილი, სპეციფიკური მახასიათებლები უნდა ჰქონდეს. ამიტომ აუცილებელია პროექტებისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სწორად შერჩეული სამშენებლო ტექნიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს საძირკვლის ჩაყრიდან ობიექტის სრულ ჩაბარებამდე პროცესების მენეჯმენტში, ვადებისა და ბიუჯეტის დაცვაში. 

ჩინური სამშენებლო ტექნიკის კომპანია BQ ბაზარზე 2008 წლიდან გამოჩნდა და უკვე თითქმის ორი ათწლეულია რაც თანამედროვე მაღალი სტანდარტების შესაბამის დანადგარებს აწარმოებს შედარებით ბიუჯეტური სეგმენტისთვის. მწარმოებლის ფართო კატალოგი გათვლილია მაქსიმალურად ზუსტად უპასუხოს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი შენობების მშენებლობის კონკრეტულ გამოწვევებს. ბრენდი დღეს 20+ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის ავსტრალიაში, სამხრეთ კორეასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც მჭიდრო ურბანულ გარემოში შენდება

ისეთი ქალაქის ცენტრალურ უბნებში მუშაობა, როგორც თბილისი ან ბათუმია, სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს. ახალი კომპლექსის აშენებისას მეზობელი შენობების სიახლოვე მანევრირების არეალს მკვეთრად ამცირებს. მჭიდროდ დასახლებულ ზონებში მძიმე ტვირთის გადატანაც დამატებით რისკებთან ასოცირდება. ასეთ ვითარებაში პირველი ამოცანა სივრცის – მათ შორის საჰაერო სივრცის – ზედმიწევნით კონტროლია. 

მსგავს შეზღუდულ ტერიტორიაზე ინჟინრები ყველაზე დიდ აქცენტს მექანიზმის მოქნილობაზე აკეთებენ. მინიმალურ რადიუსზე უსაფრთხოდ მუშაობისთვის ხშირად ირჩევენ დახრილ ისრიანი ამწეს. ამ ტიპის ამწე ვერტიკალურ სიბრტყეში თავისუფლად მოძრაობს, რადგან ისარს სტანდარტულ მოდელებთან შედარებით მანევრირების მეტი საშუალება აქვს. მექანიზმს მასალები მილიმეტრული სიზუსტით გადააქვს და მიმდებარე ტერიტორიის ჩახერგვის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

ასეთი დანადგარი განსაკუთრებით პრაქტიკულია წერტილოვანი განაშენიანების პირობებში. მოძრავი ისრის დახმარებით, რადგან ტექნიკა მარტივად უვლის გვერდს სხვადასხვა დაბრკოლებას.

შეზღუდული ვადები და ფართო მასშტაბის სამშენებლო მოედანი

მრავალბლოკიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ხშირად ისეა დაგეგმილი, რომ ვადების დასაცავად აუცილებელია მოედანზე რამდენიმე ამწის პარალელური მუშაობა. ამ დროს მთავარი გამოწვევაა მექანიზმების მოძრაობის ტრაექტორიები ერთმანეთს არ კვეთდეს. მსგავსი ტიპის პროექტებისთვის სპეციალისტები, როგორც წესი, უბაგირო კოშკურა ამწეებს ირჩევენ ხოლმე. რადგან ამწეებს ბაგირები არ აქვს, გადახლართვის საფრთხეც არ არსებობს, მაშინაც კი თუ მექანიზმები ერთმანეთთან ახლოს და სხვადასხვა სიმაღლეებზე მუშაობს.

თუ საცხოვრებელი კომპლექსი პირიქით, გაშლილ ტერიტორიაზე – მაგალითად, გარეუბანში ან ქალაქგარეთ – შენდება, პირიქით, პრიორიტეტი მთელი ტერიტორიის მაქსიმალურად ოპერატიულად ათვისებაა. მსგავს ლოკაციებზე რელიეფი ზოგჯერ არასტანდარტულია. ამიტომ, საჭიროა მძიმე ტექნიკა მაქსიმალურად სტაბილური და გამძლე იყოს და, თან, მძიმე მასალების დიდ რადიუსზე სწრაფად გადაადგილება შეეძლოს.

თუ სამუშაო არეალის რადიუსი შეზღუდული არაა (ან სამარისად დაშორებულია სხვა შენობებისგან), ყველაზე პოპულარული არჩევანი დღესაც კლასიკური ბაგირიანი კოშკურა ამწეა. ჰორიზონტალური ისრით აღჭურვილ მექანიზმს მაღალი ტვირთამწეობა  და სისტემების სტაბილურობა ახასიათებს. იდეალურია ფართო მოედნებზე ბეტონის ბლოკებისა და არმატურის გადასატანად. მსგავსი ტიპის დანადგარი მარტივად ერგება როგორც დაბალსართულიანი, ისე საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობების მოთხოვნებს. 

მაღალსართულიანი კომპლექსები და ვერტიკალური ლოგისტიკა

რაც შეეხება მრავალსართულიანი კორპუსებს, მათი მშენებლობისას ტვირთის გადატანასთან ერთად სხვა სპეციფიკური ტექნიკური საჭიროებებიც იჩენს თავს. 

ერთ-ერთია პროექტის დასკვნით ეტაპზე ძირითადი ამწის (ან ამწეების) დემონტაჟის საკითხი, რადგან ზოგჯერ კონსტრუქცია სიმაღლეში ისე იზდება (მშენებლობის პარალელურად), რომ ქვევიდან დემონტაჟის დაწყება შეუძლებელია კოლაფსის რისკის ზრდის გარეშე. მსგავს შემთხვევებში, პროცესის უსაფრთხოებისთვის სულ უფრო ხშირად იყენებენ სპეციალურ კომპაქტურ დერიკ ამწეებს. დერიკ ამწე შენობის სახურავზე მონტაჟდება და მაღალი კოშკურა ამწის დაშლას ზევიდან იწყებს. მიუხედავად მცირე გაბარიტისა, დერიკ ამწე მძლავრი და ძალიან სტაბილური მექანიზმია, რომელიც დელიკატურ ტვირთს რბილად და ვიბრაციის გარეშე გადააადგილებს. იგი არც შენობის კონსტრუქციას ტვირთავს ზედმეტად და დემონტაჟის სამუშაოებსაც სწრაფად, მინიმალური რისკებით ასრულებს.

ტექნიკური სამუშაოების რისკების მინიმიზაცია და პროცესების უწყვეტობა

სწორი დანადგარის შერჩევა პროექტის წარმატების მხოლოდ ერთი ასპექტია. არანაკლებ მნიშვნელოვანია სპეც ტექნიკის სწორად ოპერირება და მოვლა. ინტენსიური სამუშაო გრაფიკის ფონზე ნებისმიერი მექანიზმი ცვდება. მოულოდნელი ტექნიკური შეფერხებები კი მშენებლობის გაჩერებას იწვევს, რაც პირდაპირ აისახება პროექტის ბიუჯეტსა და ვადებზე. BQ-ს ოფიციალური წარმომადგენლობის მიდგომა სწორედ ამ რისკების შემცირებაზეა გათვლილი. 

პირველ რიგში, ქართული წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა ოფიციალურ ჩინურ ქარხანასთან. დეველოპერი ბიქიუს ტექნიკის შეძენა-ქირაობისას იღებს ოფიციალურ ქარხნული გარანტიებს – ოფიციალური დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ ქარხნული წუნის აღმოჩენისას, დანადგარს უშუალოდ მწარმოებელი შეაკეთებს ან ჩაანაცვლებს. 

ამასთან, BQ-ს სერვისის გუნდი თვეში ერთხელ ატარებს ტექნიკურ ინსპექციას, ინდუსტრიაში მიღებული ექვსთვიანი სტანდარტის ნაცვლად, რაც ეხმარება ინჟინრებს საწყის ეტაპზევე გამოავლინონ შესაძლო ხარვეზები. ამას ემატება 24/7 ხელმისაწვდომი ცხელი ხაზი, რაც პრობლემის გაჩენის შემთხვევაში ოპერატიულ რეაგირებას ამარტივებს. გამოძახების შემთხვევაში, გუნდი ობიექტზე საშუალოდ ორ საათში მიდის. 

თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. ბიქიუს ტექნიკის გამოყენება დეველოპერს საშუალებას აძლევს დაიცვას სწორი ბალანსი ბიუჯეტურობასა და ხარისხში. საიმედო მექანიზმების გამოყენება სამშენებლო პროცესის გაწერილი გრაფიკის მიხედვით შესრულებას ამარტივებს და მინიმუმამდე ამცირებს პროექტის გაჩერებისა თუ ვადების დარღვევის რისკებს.