კოშკურა ამწეების სრული სერვისი

კოშკურა ამწეების ყიდვა, ქირაობა და სერვისის სრული ციკლი

BQ-ის გუნდი უზრუნველყოფს კოშკურა ამწეების გამართულ მომსახურებას სამშენებლო პროექტის ყველა ფაზაში: პროექტირება, მონტაჟი, ექსპლუატაცია, დემონტაჟი

ამწის განთავსების პროექტირება

სწრაფი მონტაჟი და დემონტაჟი

24/7 ტექნიკური მხარდაჭერა

სერტიფიცირებული ინჟინრები და კვალიფიციური ოპერატორები

#1 ამწის ინდივიდუალური პროექტირება

ნებისმიერი სამშენებლო ობიექტი, მასშტაბის მიუხედავად, ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, ჩვენი ინჟინრები თქვენთვის შექმნიან ამწის განთავსების დეტალურ გეგმას. პროექტირება ითვალისწინებს მოედნის სპეციფიკის, რელიეფისა და მეზობელი ნაგებობების განლაგების გათვალისწინებით კოშკურა ამწის ოპტიმალური მოდელის შერჩევას, განთავსების გეგმასა და მონტაჟი/დემონტაჟის სავარაუდო ლოგისტიკას.

#2 მონტაჟი / დემონტაჟი

BQ-ს სერტიფიცირებული ტექნიკური გუნდი პასუხისმგებელია ტექნიკის სწრაფ და უსაფრთხო ინსტალაციაზე. პროცესი წარიმართება საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით, რაც ახდენს რისკების მაქსიმალურ შემცირებას. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, BQ იღებს პასუხისმგებლობას კოშკურა ამწის უსაფრთხო დემონტაჟზეც.

#3 სექციების ამაღლება

მშენებლობის მიმდინარეობისას შენობის სართულების მატებასთან ერთად საჭიროა ამწემ შესაბამისად მოიმატოს სიმაღლეში. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამწეზე სექციების ამაღლებას ისე, რომ სამუშაო პროცესის მაქსიმალურად ოპტიმალურად წარიმართოს და არ შეფერხდეს მშენებლობის ვადები.

repair

#4 შენობაზე მიმაგრება

ჩვენი ინჟინერთა ჯგუფი უზრუნველყოფს სექციის შენობის კონსტრუქციაზე საიმედოდ დამაგრებას სპეციალური ანკერული სისტემების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ამწის მდგრადობას მაქსიმალურ სიმაღლეზე

#5 ელექტრო სისტემების ტექნიკური მართვა

კოშკურა ამწის სტაბილური მუშაობა დამოკიდებულია გამართულ ელექტრობაზე. პროფესიონალური კოშკურა ამწეების მომსახურება გულისხმობს ელექტრო სისტემების სრულ დიაგნოსტირებას, რეგულარულ ინსპექტირებასა, დაზიანების სწრაფ იდენტიფიკაციასა და ხარვეზების აღმოფხვრას.

#6 ტექნიკური დიაგნოსტიკა და ინსპექტირება

ავარიული გაჩერებების თავიდან აცილებისთვის დაზიანების საწყის ეტაპზე პრევენციაა. ჩვენი კოშკურა ამწის სერვისი მოიცავს ტექნიკის რეგულარულ შემოწმებას, ხარვეზების იდენტიფიცირებას და დეტალურ ტექნიკურ ექსპერტიზას. ამ მხრივ თქვენ ყოველთვის სრულად ინფორმირებული იქნებით კოშკურა ამწის მდგომარეობაზე.

repair

#7 სრული შეკეთება და განახლება

BQ-ის საინჟინრო გუნდი ახორციელებს ამწეების კაპიტალურ განახლებას, ძირითადი კვანძების რესტავრაციასა და მექანიკური ნაწილების შეცვლას. ჩვენ გთავაზობთ მწარმოებლის ოფიციალურ გარანტიას. ტექნიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში უშუალოდ ოფიციალური ქარხანაა ჩართული: ასწორებს ხარვეზებს, გვაწვდის ორიგინალ სათადარიგო ელემენტებს და გვიწევს ტექნიკურ მხარდაჭერას.

#8 სერტიფიცირება და ექსპერტიზა

ჩვენ უზრუნველვყოფთ ტექნიკის სრულ საინჟინრო-იურიდიულ მხარდაჭერას: ქარხნული ტექნიკური პასპორტების, მონტაჟის ოქმებისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელოების მომზადებას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ტექნიკის შესაბამისობის დადასტურებას საერთაშორისო და ლოკალურ უსაფრთხოების სტანდარტებთან, ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშების წარმოებას.

#9 სარეკლამო ბანერის დამონტაჟება

BQ ასევე გთავაზობთ კოშკურა ამწის გამოყენებას არასტანდარტული დანიშნულებითაც. თუ გჭირდებათ დიდი ზომის სარეკლამო ბანერების, განათების სისტემების ან სხვა კონსტრუქციის მონტაჟი დიდ სიმაღლეზე, მოკლე ვადით კოშკურა ამწის ქირაობა შესაძლოა პრობლემის ყველაზე მარტივი გადაწყვეტა იყოს.

ამწეებს გვიკვეთავენ ჩვენ! BQ

წელი საქართველოს ბაზარზე
0 +
ქვეყანა
0 +
მიმდინარე პროექტი
0 +
დასრულებული პროექტი
0 +