საიმედო კოშკურა ამწეები და მათი სრული სერვისი თქვენი მშენებლობისთვის
BQ, ამწეების მწარმოებელი გიგანტი, საქართველოში 2021 წელს შემოვიდა. კომპანია უკვე თითქმის ორი ათწლეულია საერთაშორისო ბაზარს სანდო აღჭურვილობას აწვდის: კოშკურა ამწეებს, დერიკ-ამწეებს, სამშენებლო ლიფტებს, საფასადე პლატფორმებს და სათადარიგო ნაწილებს.
ამწეების დიდ არჩევანთან ერთად ჩვენ გთავაზობთ სერვისების სრულ ციკლსაც: პროექტირება, მონტაჟი, ობიექტზე სრული ტექნიკური მხარდაჭერა სამუშაოს მსვლელობისას – სრულ დემონტაჟამდე
BQ საქართველო: პროფესიული ერთგულება და სანდოობა
ჩვენი ისტორია 10 წლის წინ დაიწყო მისიით: სამშენებლო სექტორისა და ამწის მიმწოდებლებს შორის ურთიერთობაში ახალი სტანდარტები შემოგვეტანა. უკვე 4 წელზე მეტია, ჩვენ ვთავაზობთ ქართველ დეველოპერებს არა უბრალოდ ამწეების ყიდვასა თუ ქირაობას, არამედ ნამდვილ პარტნიორობას.
ამწეების სფეროსადმი კომპლექსური მიდგომა დაგვეხმარა დაგვეგროვებინა ქართული ბაზრისთვის უნიკალური გამოცდილება და გავხმდარიყავით საიმედო საყრდენად ასობით ამბიციური სამშენებლო ობიექტისთვის.
ჩვენთვის თითოეული პროექტი დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მომსახურების ციკლი მრავალეტაპიანია და სამშენებლო სამუშაობის სრული მსვლელობის შეუფერხებლად წარმართვას ემსახურება: წინასწარი აუდიტით დაწყებული, ამწის სრულ დემონტაჟამდე.
პროდუქციის მრავალფეროვნება და მოქნილი მიდგომა
BQ-ის პორტფოლიოში წარმოდგენილია 100-მდე პროდუქტი. კატალოგი გათვლილია სრულად დააკმაყოფილოს ნებისმიერი მასშტაბის ინფრასტრუქტურული თუ საცხოვრებელი პროექტის საჭიროებები.
თუ თქვენი მიზანია კოშკურა ამწის ყიდვა ან ქირაობა, ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებიან ისეთი მოდელის შერჩევაში, რომელიც ოპტიმალურად უპასუხებს თქვენი პროექტის სპეციფიკას, სიმაღლესა და ტვირთამწეობის მოთხოვნებს.
BQ გთავაზობთ მაღალი ტექნიკური ხარისხის კოშკურა ამწეების არჩევანს ოპტიმალურ ფასად. ჩვენი ყველა მოდელი გათვლილია თანამედროვე მშენებლობების მოთხოვნებსა და პროცესების მინიმალური რისკებით მართვისთვის.
უმაღლესი სტანდარტის სერვისი და ოფიციალური ქარხნული მხარდაჭერა
ჩვენი კოშკურა ამწეების სერვისი მოიცავს როგორც ინჟინრულ კონსულტაციას, ამწის მონტაჟსა და დემონტაჟს, ასევე ყოველთვიურ გეგმიურ შემოწმებასა და 24/7-ზე მხარდაჭერას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ჩვენ BQ-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი ვართ საქართველოში და დამკვეთს მწარმოებლის ოფიციალური გარანტიას ვთავაზობთ. ეს ნიშნავს ტექნიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში უშუალოდ ოფიციალური ქარხანა იღებს პასუხისმგებლობას: ასწორებს ხარვეზებს, გვაწვდის ორიგინალ სათადარიგო ელემენტებს და ტექნიკური მხარდაჭერაც მათი მხრიდან ხდება.
ამასთან, ადგილობრივი ინჟინერთა გუნდი მჭიდრო კონტაქტშია მწარმოებელთან, რაც უზრუნველყოფს ოპერატიულ რეაგირებას ობიექტზე პრობლემის შექმნის შემთხვევაში.
BQ – გლობალური ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტი
ჩვენი მთავარი პარტნიორი, საერთაშორისო ბრენდი BQ (Shenyang Baoquan) 2008 წელს დაარსდა. კომპანია, რომლის საწარმოო ბაზები შენიანგსა და შანდონგში მდებარეობს, დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.
BQ-მ ბაზარზე სახელი დაიმკვიდრა როგორც ბრენდმა რომელიც დეველოპერულ ბაზარს ტექნიკურად გამართულ და, ამავდროულად, ეკონომიკურად ოპტიმალურ გადაწყვეტებს ხარისხის კომპრომისის გარეშე სთავაზობს. თუ სამშენებლო პროცესების კომფორტულად წარმართვისთვის სანდო პარტნიორს ეძებთ – BQ ის პარტნიორია, რომელსაც თავისუფლად შეგიძლიათ მშენებლობა ანდოთ.
სერტიფიკატები




